შოკოლადის ნამცხვარი „ნაპრალები“: გარეთ ხრაშუნა, შიგნით – რბილი

1279

შინ მომზადებული შოკოლადის ნამცხვარი კულინარიული პოეზიის ცალკე მიმართულებაა. რამდენიც არ უნდა გამოაცხო, საკმარისი არასოდეს იქნება. თუ ცომის მარტივ რეცეპტს შეარჩევთ, შესაძლებელია დიდი ოდენობით გამოაცხოთ და ზედმეტიც არ იწვალოთ.

„ნაპრალები“ ნამდვილი ნეტარებაა შოკოლადის მოყვარულებისთვის. ძალიან ეფექტურად გამოიყურება, არც მაგარია და არც რბილი, ტექსტურით თაფლაკვერას წააგავს. ძალიან უხდება ყავას. მოდით, მოვამზადოთ!

ინგრედიენტები

  • 80 გრ შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 200 გრ ხორბლის ფქვილი
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 40 გრ კარაქი
  •  ჩ.კ. სოდა
  • 1 მწიკვი შაქრის პუდრი

მომზადება

  1. დაამტვრიეთ შოკოლადის ფილა, დაუმატეთ ოდნავ დამდნარი კარაქი და დადგით ორთქლის აბაზანაზე. მოურიეთ და მიიყვანეთ ერთგვარი თხელი მასის მდგომარეობამდე.
  2. მეორე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაამატეთ შოკოლადის მასა და მოურიეთ. შეურიეთ ძმარში გახსნილი სოდა ან 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი.
  3. შეურიეთ ფქვილი და კაკაო და ნელ-ნელა დაუმატეთ მასას. მოზილეთ ოდნავ მყარი, წელვადი ცომი. დააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში 30 წუთით.
  4. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი. შექმენით კაკლის ზომის ბურთულები ცომისგან, ამოავლეთ შაქრის პუდრში. დააწყვეთ ფორმაზე 4-5 სმ-ის დაშორებით, გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.
  5. სანამ პერგამენტიდს მოაცილებთ, აცადეთ ცოტათი გაციება, შემდეგ მიირთვით ჩაისთან ან ყავასთან.

ნამცხვრები დიდხანს ინახება კონტეინერში ან დახურულ პარკში. გაანებივრეთ ლამაზი „ნაპრალებით“ ოჯახის წევრები და მეგობრები, გაუზიარეთ მათ რეცეპტი.