შოკოლადის თაფლაკვერის მარტივი რეცეპტი

1962

შოკოლადის თაფლაკვერი ამ რეცეპტით ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

თაფლაკვერი შოკოლადის დამატებით, რბილი და ნაზია.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • კაკაო 5 სუფრის კოვზი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • შაქარი 200გ
  • რძე 250მლ
  • მცენარეული ზეთი 30მლ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • სოდა 1/2 ჩაის კოვზი

მინანქრისთვის

  • შაქრის ფხვნილი 100გ
  • ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხის ცილა

მომზადება

  1. შაქარი ჩაყარეთ ღრმა ჯამში.
  2. ჩაასხით თბილი რძე და მცენარეული ზეთი (სასურველია არომატის გარეშე).
  3. დაუმატეთ კვერცხის გული და მოურიეთ შაქარის გალღვობამდე.
  4. ფქვილს დაუმატეთ კაკაო.
  5. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და სოდა, მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.
  6. გაცერით ფქვილის მასა და დაუმატეთ მთავარ მასას.
  7. მოურიეთ, მოზილეთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს წებოვანი.
  8. ცომი გადაიტანეთ ფქვილით დამუშავებულ მაგიდაზე.
  9. ცომისგან შექმენით რამდენიმე ძეხვი.
  10. თითოეული ძეხვი დაჭერით რამდენიმე ნაწილად.
  11. ცომის ნაწილები დაამრგვალეთ.
  12. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
  13. პერამენტზე მოათავსეთ ცომის ბურთულები და ოდნავ დააწექით ხელით.
  14. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი.
  15. მზა თაფლაკვერი გააგრილეთ.
  16. სანამ ტაფლაკვერი გრილდება მოვამზადოთ მინანქარი.
  17. ჯამში მოათავსეთ კვერცხის ცილა და დაუმატეთ შაქარის ფხვნილი.
  18. მოასხით ლიმონის წვენი.
  19. ათქვიფეთ მიქსერით.
  20. თაფლაკვერებს მოასხით მინანქარი.
  21. დაელოდეთ მათ გაგრილებას.

გემრიელად მიირთვით!