შინ მომზადებული კექსები: სასიამოვნო კარამელის გემო, რბილი ცომი და უგემრიელესი გულსართი

1816

კექსის მომზადება ბევრ დიასახლისს უყვარს, ძალიან გემრიელია და თან ცომის მომზადებაც იოლია. შეგიძლია მოამზადო გულსართის გარეშე, ან დაუმატო ჯემი, კრემი ან შესქელებული რძე – უფრო გემრიელია.

დღეს ჩვენ გთავაზობთ კექსის რეცეპტს მოხარშული შესქელებული რძით. მაღაზიაში ნაყიდ მსგავს კექსებს ნაკლებ შესქელებულ რძეს უმატებენ, მას ცომი შეიწოვს და დიდად არ იგრძნობა. შინ კი შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიც გნებავთ და დატკბეთ კარამელის გემოთი. შეგიძლიათ გამოაცხოთ ერთი დიდი კექსი ან დაყოთ პორციულად, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ინგრედიენტები

  • 200 მლ რძე
  • 100 გრ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • 300-350 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე

მომზადება

1. დაადნეთ კარაქი, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.

2. დაუმატეთ თბილი რძე და კვერცხები, ათქვიფეთ, თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.

3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაასხით ნახევარი ცომი, შუაში მოათავსეთ შესქელებული რძე.

4. დაასხით ზემოდან დარჩენილი ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. პორციული კექსები 20-25 წუთის განმავლობაში ცხვება.

მზა კექსი გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი, მორთეთ გემოვნების მიხედვით. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!