შინ მომზადებული ბისკვიტი კვერცხისა და კარაქის გარეშე

2214

ბისკვიტის კლასიკური რეცეპტი კვერცხს ითვალისწინებს. მაგრამ როგორ მოიქცნენ ისინი, ვისაც კვერცხის გემო არ უყვართ, მასზე ალერგია აქვთ, ან მარხულობენ? ჩვენ გიპასუხებთ: ეს არ გახლავთ მიზეზი, რომ უარი თქვათ გემრიელ დესერტზე. უფაფუკესი ბისკვიტის გამოცხობა კვერცხის გარეშეცაა შესაძლებელი.

ამაში რთული არაფერია, უბრალოდ, ორი პრინციპი უნდა დაიცვათ: კეფირისა და გამაფხვიერებელის ნაზავის ცომში შერევისას, როცა ბუშტუკები ჩნდება, უმალვე ღუმელში უნდა შედგათ, და მეორე – ღუმელი პირველი 10 წუთის განმავლობაში არ უნდა გამოაღოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა ჰაეროვანი ბისკვიტი.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ფქვილი
  • 2 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 200 მლ კეფირი
  • 100 გრ შაქარი
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. ვანილინი
  • 0,5-1 ს.კ. მანანის ბურღული

მომზადება

  1. ჩართეთ ღუმელი, დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოაყარეთ მანანის ბურღული – ამ შემთხვევაში ბისკვიტის გადმოღება გაგიადვილდებათ.
  2. შეურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილინი.
  3. ოთახის ტემპერატურის კეფირს დაუმატეთ ზეთი, შაქარი, მოურიეთ სანამ შაქარი არ დადნება.
  4. შეურიეთ ორივე მასა. ფქვილში დაუმატეთ კეფირის მასა ნელ-ნელა, მუდმივად ურიეთ, სანამ ბუშტუკები არ გაჩნდება.
  5. დაასხით საცხობ ფორმაზე ცომი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში. არ გამოაღოთ ღუმელი პირველი 10 წუთის განმავლობაში მაინც, სხვაგვარად, ცომი არ ამოვა.

მზა ბისკვიტს სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი, ან მოამზადოთ ტორტი – გაჭერით ჰორიზონტალურად და წაუსვით კრემი. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!