შვაბიური ვარენიკების რეცეპტი ღორისა და ძროხის ფარშის შიგთავსით

1194

როდესაც საქმე შვაბიურ სამზარეულოს ეხება, პირველ რიგში, რაც მახსენდება, არის შპეცელი (Spatzle) – გერმანული ხელნაკეთი ლაფშაა. მის დასამზადებლად ცომს საწურში ხვრელების მეშვეობით ატარებენ, პირდაპირ მდუღარე წყალში. მეორე ყველაზე პოპულარული კერძი, რომლითაც შვაბიაა განთქმული, არის მულთაშენის (Maultaschen) უზარმაზარი ვარენიკები.

მაკარონის მკვრივი ცომის წყალობით, ვარენიკები ძალიან გამძლე გამოდის და ხარშვის დროს არ იხსნება. მეტიც, ისინი იდეალურად ინარჩუნებენ ფორმას, როდესაც მათ მეორე დღეს ტაფაზე გააცხელებთ. მესამე დღეს კი შვაბები მულთაშენს რამდენიმე ნაწილად ჭრიან, ალაგებენ ცეცხლგამძლე ფორმაში, ზემოდან ასხამენ ათქვეფილ კვერცხსა და რძეს და აცხობენ.

მულთაშენს ამზადებენ სხვადასხვა შიგთავსით: თევზის, სოკოს, ბოსტნეულის. მაგრამ ტრადიციული ვარიანტია ხორცლის ფარში, შებოლილ ხორცთან, მწვანილთან და სანელებლებთან ერთად.

ინგრედიენტები

  • 360 გრ ხორბლის ფქვილი
  • 60 მლ წყალი
  • მარილი გემოვნებით
  • 250 გრ ღორის ფარში
  • 1 კონა ოხრახუში
  • 0,5 ჩ.კ. შავი დაფქული პილპილი
  • 1 ც კვერცხის გული
  • 120 გრ დურუმის ფქვილი
  • 4 ც კვერცხი
  • 250 გრ ძროხის ფარში
  • 30 გრ პური
  • 1 კონა ხახვი
  • 0,5 ჩ.კ. მაიორანი

მომზადების წესი

1. მოამზადეთ მაკარონის ცომი. ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს ხორბლის და დურუმის ფქვილი. დაუმატეთ მწიკვით მარილი, 3 ც კვერცხი და წყალი. მოზილეთ საკმაოდ მჭიდრო ცომი, გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 30 წუთით.

2. მოამზადეთ შიგთავსი. მკერდი დაჭერით კუბებად, მსუბუქად შეწვით და დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, შეწვით, სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. ორივე ტიპის ფარში შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, პილპილი, მარილი გემოვნებით, წყალში გახსნილი მაიორანი და დანამცეცებული პური, 1 ც კვერცხი. შემდეგ დაუმატეთ გულმკერდთან ერთად შემწვარი ხახვი და მოურიეთ ინგრედიენტებს.

3. კვლავ მოზილეთ ცომი, გაიყვანეთ დიდი ზომის 2-3 მმ სისქის მართკუთხედ ფირფიტად. მოათავსეთ მასში შიგთავსი, თანაბრად გადაანაწილეთ იგი მთელს ზედაპირზე. გაახვიეთ გრძივი რულეტი, ზემოდან კი კვერცხის გული წაუსვით. კოვზის სახელურით, რულეტზე გააკეთეთ ჩაღრმავებები 10 სმ-იანი დაშორებით. დაჭერით რულეტი.

4. მოადუღეთ ბულიონი, ჩაყარეთ ქვაბში ვარენიკები. როდესაც მზა ვარენიკები ქვაბის ზედაპირზე ამოტივტივდება, დამატებით 5 წუთით კიდევ მოხარშეთ.

მაულთაშენი უნდა მიირთვათ მაგარ ბულიონთან ან ტომატის სოუსთან ერთად. გემრიელად მიირთვით!