შეუდარებელი ბანანის პური

ამ დესერტის მომზადება ძალიან მარტივია, ის უგემრილესი გამოდის. მის გამოსაცხობად ფერ შეცვლილი ბანანებიც გამოგადგებათ! თუ ცომს ნუშს, შავ ქლიავს ან გარგარს დაუმატებთ, ის კიდევ უფრო განუმეორებელ გემოს შეიძენს!

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 0.5 ჩაის კოვზი მარილი
  • 50 გრამი გამდნარი კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 3 ბანანი
  • 0.5 ჭიქა წყალი
  • 1 მუჭა კაკალი
  • ერთი სადილის კოვზი თაფი
  • დარიჩინი

მომზადების წესი

1. აურიეთ ფქვილი, სოდა და მარილი. შაქარი დამდნარ კარაქში გახსენით

2. ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი და კარაქისა და შაქრის ნარევს დაუმატეთ

3. ბანანებისგან ფაფა მოამზადეთ ჩანგლის ან ბლენდერის მეშვეობით. ბანანი შაქრის ნარევში აურიეთ. აქვე დაუმატეთ ნახევარი ფქვილი და ჭიქის მესამედი წყალი ჩაასხით

4. მოზილეთ ცომი. დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და წყალი, ასევე დარიჩინი და თაფლი. სურვილისამებრ ჩაუმატეთ კაკალი, ქიშმიში, სეზამის მარცვლები. შეგიძლიათ 1 შეკვრა ვანილიც დაუმატოთ უკეთესი არომატისთვის.

5. ფორმას ზეთი მოუსვით და მასზე ცომი მოათავსეთ. ბანანის კექსი 180 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთიდან 1 საათამდე აცხვეთ. შეამოწმეთ მზაობა კბილის ჩხირის ან ასანთის ღერის მეშვეობით.

ამ რეცეპტში ფქვილი შეგიძლიათ დაბლენდერებული შვრიის ფანტელით ჩაანაცვლოთ.