შესაძლებელია თუ არა სახლის პირობებში მასკარპონეს მომზადება?

1138

მასკარპონე – ნაზი ნაღების ყველია, რომელიც წარმოშობით იტალიიდანაა. მან მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. მისი რაიმეთი ჩანაცვლება ძალიან რთულია, მაგრამ მისი ფასი ძალიან მწარედ იკბინება. . .

დღეს ჩვენ ამ საოცარი ყველის სახლის პირობებში მომზადებას გასწავლით.

მოცემული ინგრედიენტებით თქვენ მიიღებთ დაახლოებით 400-500გ ყველს.

ინგრედიენტები

  • 1ლ არაპასტერილიზებული ნაღები 25%
  • 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება

1.ნაღები ჩაასხით ქვაბში. კარგია თუ თქვენ სამზარეულოს თერმომეტრი გაქვთ, რადგან ის საქმეს გაგიადვილებთ. თუ არ გაქვთ, არც ეგ არის პრობლემა, ტემპერატურას თვალით გავაკონტროლებთ.

2.გააცხელეთ ნაღები. მოურიეთ, რათა არ დაიწვას, გააცხელეთ 85 გრადუსამდე (როცა ბუშტებს დაინახავთ ესეიგი 85 გრადუსზეა გახურებული). არ აადუღოთ!

3.გადმოიტანეთ ცეცხლიდან, ჩაასხით ლიმონის წვენი.

4.დააბრუნეთ ქვაბი ცეცხლზე და მოხარშეთ ნაღები, დაელოდეთ 4-5 წუთი, არ წამოადუღოთ!

5.როცა ნაღები შესქელდება ამით მიხვდებით, რომ ის მზად არის.

6.ქვაბი გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ 50-40 გრადუსამდე (დაახლოებით 30 წუთი დაგჭირდებათ).

7.თუშფალანგი ამოფინეთ მარილით (5-6 ფენა), გამოწურეთ ყველი.

8.მარლაში მოგროვილი მასის დაწრეტას დაელოდეთ. არ გამოწუროთ მარლა. თუ თქვენ სახლში ამზადებთ ხაჭოს, მაშინ ეს პროცესი თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება.

9.როცა მარლაში არსებული მასა ჩამოიწრიტება, ის გადაიტანეთ რაიმე ჭურჭელში, ხოლო მარლა მოათავსეთ თუშფალანგზე (თეფშის ან წყლიანი ქილის ქვეშ). მოათავსეთ მაცივარში 10 საათი.

გემრიელად მიირთვით!