შარლოტკას ნათესავი დესერტი ქლიავით, რომელიც უზომოდ გემრიელი და არომატულია

750

თუ სტუმრებს ელოდებით და ცოტა დრო დარჩა მათ მოსვლამდე, ამ დესერტის მომზადებას აუცილებლად მოასწრებთ.

ინგრედიენტები

  • 120გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 150გ ხორბლის ფქვილი
  • 150გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 7-10 ქლიავი
  • მარილი

მომზადება

1.პირველ რიგში ათქვიფეთ დარბილებული კარაქი 120გ შაქართან და მარილთანე ერთად. მასას დაუმატეთ კვერცხი და ისევ ათქვიფეთ.

2.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი. მშრალი ინგრედიენტები დაუმატეთ კვერცხის მასას და კარგად მოურიეთ.

3.გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ ცხიმით. ცომი ჩაასხით ფორმაში.

4.ქლიავი გაჭერით შუაზე და მოაშორეთ თესლი. ქლიავი გადაანაწილეთ ცომზე ჭრილით დაბლა.

5.გამოაცხეთ 180 გრადუზე 45 წუთი.

გემრიეელად მიირთვით!

რედაქციის რჩევა

სურვილისამებრ თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ შარლოტკა ქლიავის გარეშე. ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ 4 კვერცხი. განაცალკევეთ ცილა და გული, გააგრილეთ. ათქვიფეთ ცილა აქაფებამდე, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, ფქვილი და ათქვიფეთ. მასას ნელ-ნლეა დაუმატთ კვერცხის გული. შედეგად ბისკვიტი გამოვა ძალიან ფაფუკი.