ყველაზე ხრაშუნა და ფხვიერი ფენოვანი ცომის რეცეპტი

3244

რა ჯობია ფენოვანი ცომით მომზადებულ ღვეზელებს?! ხრაშუნა და ფხვიერი, მართლაც რომ იდეალურია.

ფენოვანი ცომის მომზადება დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ მთავარია მონდომება. შეგიძლიათ ერთ ჯერზე შედარებით მეტი მოამზადოთ, გამზადებული ცომი კი საყინულეში შეინახოთ, სურვილისამებრ გამოიტანთ გაალღობთ და მოამზადებთ სასურველ კერძს თუ ღვეზელს.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 250 მლ წყალი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. არაყი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 250 გ მარგარინი

მომზადების წესი:

  1. ღრმა თასში ან ჯამში ჩაასხით წყალი, ძმარი, არაყი და ზეთი, შემდეგ დაუმატეთ მარილი და გათქვიფეთ.

2. გათქვეფილ მასას ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და ურიეთ.

3. ცომი გადაიტანეთ დაფაზე და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ზილეთ.

4. ცომი ორ ტოლ ნაწილად გაყავით.

5. თითოეული ნაწილი მართკუთხედის ფორმის თხელ ფენად გააბრტყელეთ. შეეცადეთ რომ ფენა თანაბარი სისქის გამოგივიდეთ.

6. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული მარგარინი ექვს ტოლ ნაწილად გაჭერით.

6. თითოეულ ფენაზე თანაბრად გადაანაწილეთ თითო ნაჭერი მარგარინი.

7. ცომს ერთ მხარეს ფრთხილად მოკიდეთ ხელი და მეორე მხარეს გადაკეცეთ.

8. შემდეგ გადმოკეცეთ მეორე მხარე, გაასწორეთ, რომ ცომი თანაბრად იყოს განაწილებული.

9. ცომი კიდევ ერთხელ გადაკეც-გადმოკეცეთ.

10. დაკეცილი ცომის ნაჭრები ცალ-ცალკე შეფუთეთ ცელოფანში და მაცივარში მოათავსეთ.

11. 20 წუთის შემდეგ თითოეული ფენა ხელახლა გააბრტყელეთ თხლად.

12. თითოეულს კიდევ ერთხელ წაუსვით მარგარინი, დაკეცეთ და 20 წუთით შედეთ მაცივარში.

13. ცომის ნაჭრები მესამედაც ამავე მეთოდით დაამუშავეთ დარჩენილი მარგარინით.

მინიმუმ 3 საათით შეინახეთ მაცივარში და შემდეგ გამოიყენეთ.