ყველაზე სწრაფი, მარტივი და ძალიან გემრიელი პიცა რაც კი ოდესმე გამომიცხვია

19726

დღეს გასტრონომიას რედაქცია ძალიან მარტივი პიცის რეცეპტს გთავაზობთ. მინიმალური ძალისხმევა და მაქსიმალური სიამოვნება-აი ეს არის მისი დევიზი. აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი, რადგან ვეჭვობთ საკმაოდ ხშირად მოგიწევთ მისი მომზადება. მაშ, ასე შევუდგეთ საქმეს.

ინგრედიენტები: 

  • კვერცხი – 2 ც
  • მაიონეზი – 3 ს.კ.
  • ფქვილი – 3 ს.კ.
  • ძეხვი – 150 გ
  • ხახვი – 1/2 ც
  • პამიდორი – 1 ც
  • ყველი – 200 გ
  • მწვანილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარგად ავურიოთ ერთმანეთში მაონეზი, კვერცხი და ფქვილი.

2. მიღებილი თხელი ცომი დავასხათ საცხობ ლანგარზე.

3. შემდეგ თანმიმდევრულად დავალაგოთ მოცემული ინგრედიენტები.

4. პირველად დავალაგოთ ძეხვი.

5. შემდეგი ფენა ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.

6. შემდეგ დაჭრილი პამიდორი.

7. და ბოლოს კარგად მოვახეხოთ ყველი, ისე რომ პიცის ყველა კუთხე კარგად დაიფაროს.

8. სურვილისამებრ შეგიძლიათ ნებისმიერი მწვანილი მოაყაროთ.

9. შევდგათ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. ვაცხოთ 10-15 წუთი.

10. ყველი კარგად რომ გადნება და ცომი გამაგრდება პიცა მზადაა. შეგიძლიათ გამოიღოთ ღუმელიდან.

გემრიელად მიირთვით!