ყველაზე გემრიელი ღვეზელი ღუმელში

1765

ძალიან გემრიელი და რბილი ღვეზელი საოცარი ხორცის შიგთავსით.

მომზადების მეთოდი ძალიან მარტივია.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • წყალი 125მლ
  • რძე 125მლ
  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • მშრალი საფუარი 1,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 30მლ

შიგთავსისთვის

  • საქონლის ფარში 400გ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მწვანე ხახვი
  • ოხრხუში

კვერცხი ზემოდან გადასასმელად

მომზადება

  1. თბილ წყალს დაუმატეთ თბილი რძე. გახსენით შაქარი და საფუარი.
  2. კარგად მოურიეთ და დატოვეთ 5 წუთი.
  3. ფქვილს დაუმატეთ მარილი და მოურიეთ.
  4. საფუარიან მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  5. ბოლოს, მოასხით მცენარეული ზეთი და ისევ მოზილეთ.
  6. გადააფარეთ და დატოვეთ 40-45 წუთი.
  7. მოვამზადოთ შიგთავსი. ამისათვის, შეწვით ფარში.
  8. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, დაუმატეთ მწვანილი, გააგრილეთ.
  9. ცომი გაყავით ნაწილებად. თითოეული გააბრტყელეთ მრგვლად.
  10. წრის შუაში მოათავსეთ შიგთავსი და მიეცით ცომს ღვეზელის ფორმა.
  11. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასზე მოათავსეთ ღვეზელი გადაბმით დაბლა.
  12. გადააფარეთ და დატოვეთ 20-25 წუთი.
  13. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  14. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!