ყველაზე გემრიელი რბილი ყველი: საღამოს ვამზადებ, დილით კი დედოფალივით ვსაუზმობ

1934

მზიანი ადიღეს სამზარეულომ ყველის შესანიშნავი რეცეპტი გვაჩუქა, რომელიც 1980 წელს სამრეწველო ბრენდი გახდა. მას შემდეგ ამ პროდუქტის ხილვა მსოფლიოს მრავალი მაღაზიის დახლზე არის შესაძლებელი, თუმცა მას უძველესი დროიდან ამზადებენ.

ყოველწლიურად, ადიღეს დედაქალაქ მაიკოპში ადიღეს ყველის კონკურსი-ფესტივალი ტარდება, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა საფერმერო მეურნეობების მიერ წარმოებული არაჩვეულებრივი ყველი.

„გასტრონომია“ გაგიზიარებთ საიდუმლოს, თუ როგორ მოამზადოთ ნამდვილი ადიღეს ყველი თავად. ამისათვის სულ ცოტა რამ არის საჭირო: სამზარეულოს თერმომეტრი და 3 ინგრედიენტი. შინ მომზადებული ყველი კი ნაყიდზე გაცილებით გემრიელია.

ინგრედიენტები

  • 4 ლ რძე
  • 1,2 ლ რძის შრატი
  • 1 ჩ.კ. მარილი

მომზადება

  1. შრატი საკმაოდ მჟავე უნდა იყოს, 2-3 დღის დაყენებული, რძე კი სახლის, ცხიმიანი და ახალი. მარილი არაიოდირებული გამოიყენეთ.
  2. ჩაასხით რძე და შრატი ცალ-ცალკე ჭურჭელში. გააცხელეთ რძე 85 გრადუსამდე, შრატი კი 72 გრადუსამდე.
  3. 1ლ შრატი ჩაასხით რძეში და ფრთხილად მოურიეთ. როდესაც მასა ხაჭოს მსგავსი გახდება, ჩაასხით დანარჩენი შრატი. მოხსენით ცეცხლიდან და დადგით 20-25 წუთით.
  4. დურშლაგში ჩააფინეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლა და ჩაასხით ხაჭოს მასა, დაუმატეთ 0,5 ჩ.კ. მარილი. დატოვეთ 20 წუთთ.
  5. გადააბრუნეთ ყველი, დაუმატეთ დარჩენილი მარილი, დატოვეთ სრულ გაცივებამდე.
  6. შეინახეთ მაცივარში 6-8 საათით. მზადაა!

იმისათვის, რომ სუფრაზე გემრიელი ყველი გქონდეთ, არ არის აუცილებელი მაღაზიაში იყიდოთ. თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ შესანიშნავი ყველი. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!