ყველაზე გემრიელი და ნაზი შინაურული ეკლერი, რომელიც ყველას გამოუვა

1235

ეკლერის გაკეთების სწავლა ბევრს სურს. დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ეკლერი სწორად ისე, რომ ძალიან ნაზი და გემრიელი გამოგივიდეთ. რეცეპტი საკმაოდ მარტივია და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოგივათ. თქვენი ოჯახი აღფრთოვანებული იქნება.

პროდუქტები ცომის მოსამზადებლად:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 100 გრ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 2 ჭიქა სუფთა წყალი
  • მწიკვი მარილი

პროდუქტები კრემის მოსამზადებლად:

  • 2 ს/კ ფქვილი
  • 500 გრ რძე
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • ½ ჭიქა შაქარი

მომზადება:

  1. წყალი აადუღეთ, მასში კარაქი და მარილი აურიეთ. თანდათანობით ფქვილი დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ. მასა გვერდზე გადადეთ, რომ ოდნავ გაგრილდეს. შემდეგ კვერცხი ათქვიფეთ. თითოეული კვერცხის დამატების შემდეგ მასა მიქსერით ათქვიფეთ.
  2. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მზა ცომი საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ და ფორმაზე მცირე ზოლებად დააწყვეთ.
  3. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ, ეკლერები 40 წუთით აცხვეთ.
  4. ამ დროში კრემი მოამზადეთ. შესაფერის ჭურჭელში რძე, შაქარი, კვერცხი და ფქვილი აურიეთ. მზა მასა გაზქურაზე დადეთ. როცა კრემი გასქელდება, გაზქურიდან გადმოდგით. გაგრილებულ კრემს დარბილებული კარაქი დაუმატეთ და მიქსერით აურიეთ.
  5. ეკლერი კრემით გაავსეთ. საკონდიტრო შპრიცი გამოიყენეთ.

თუ ეკლერის მომზადების საკუთარი რეცეპტი გაქვთ, შესანიშნავია, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. ახლობლები არ გააწვალოთ და გემრიელი ეკლერებით სწრაფად გაუმასპინძლდით.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.