ყვავილოვანი კომბოსტო, 700 გრამი ფარში და სანელებლები. უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელია

1676

დღევანდელ სტატიაში გასწავლით, როგორ მოამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო ისე, რომ ის სუფრაზე მიტანიდან სულ რამდენიმე წუთში გაქრეს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამ ბსოტნეულს გმობენ, მოცემული კერძის მიმართ გულგრილები ვერ დარჩებიან. როდესაც ეს დელიკატესი პირველად თავად დავაგემოვნე, ვერ ვიჯერებდი, რომ მისი შიგთავსი სწორედ ყვავილოვანი კომბოსტო იყო.

ყვავილოვანი კომბოსტო ხორცის გარსში

ინგრედიენტები:

  • 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 700 გრამი ფარში (უმჯობესია საქონლის)
  • 300 გრამი კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა
  • 1 თავი ხახვი
  • დაკეპილი ოხარხუში
  • 1 ს.კ. მდოგვი
  • 2 კვერცხი
  • 100 გრამი ხაჭო
  • 1 ჩ.კ. კვლიავის დაფქული თესლი
  • 1 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა
  • 1 ჩ.კ. თავშავა (იგივე ორეგანო)
  • მარილი
  • დაფქული შავი წიწაკა
  • 200 გრამი ბეკონი

მომზადება:

1. ყვავილოვანი კომბოსტოს ფესვები ჩაჭერით ჯვარედინად.

2. მოხარშეთ მთლიანი კომბოსტო დამარილებულ წყალში. 10 წუთი საკმარისი იქნება.

3. ყველა სხვა ინგრედიენტი, გარდა ბეკონისა, ჩაამატეთ ფარშში და კარგად გადაურიეთ.

4. მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და შეუდექით მის მთლიანად დაფარვას ფარშით.

5. როდესაც ფარშს ბოლომდე გამოყენებთ, კარგად დატკეპნეთ ის.

6. შეუდექით კერძის მოკაზმვას ბეკონით.

7. გამოსაცხობად გამზადებული ჩვენი დელიკატესი დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს.

8. მოათავსეთ ის 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და დატოვეთ დაახლოებით 1 საათით.

9. უგემრიელესი კერძი მზად არის.

10. გემრიელად მიირთვით!

კერძი, რომელსაც შედეგად მიიღებთ, თავისი საოცარი გემოთი და არომატით ყველა სტუმარზე და ოჯახის წევრზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუზიარეთ სტატა მეგობრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან!