ყვავილოვანი კომბოსტოს ტაჟინი

813

აფრიკული სამზარეულო ყოველთვის მაოცებდა. არახელსაყრელი კლიმატის მიუხედავად დიასახლისები მაინც ახერხებენ კრეატიული და განსხვავებული კერძების მომზადებას. გამომშრალი ხილის, თხილეულის და სანელებლების დამსახურებით კერზები ძლიან მრავალფეროვანი და დახვეწილია.

ტაჟინი – არამარტო ტრადიციული ჭურჭელია, არამედ ტრადიციული კერძიცაა. მაროკოში ის უფრო ხორცის რაგუს გავს, ხოლ ტუნისში კვერცხისას. მოდით მოვამზადოთ ეს კერძი!

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო 300გ
  • ლიმონი 0,25 ცალი
  • წითელი წიწაკა 1 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 0,5 ცალი
  • ოხრახუში
  • პაპრიკა 0,5 ჩაის კოვზი
  • ძირა 0,5 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 3 ცალი
  • ზეითუნის ზეთი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში დაშალეთ კომბოსტო. მყარი ფეხები მოაჭერით, დატოვეთ მხოლოდ რბილი ნაწილი. კომბოსტო მოათავსეთ ქვაბში და დაასით წყალი. დაუმატეთ ლიმონის ნაჭრები.

2.მოხარშეთ კომბოსტო. ამასობასი ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. მასში მოთუშეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი.

3.გაასუფთავეთ და კუბიკებად დაჭერით პომიდორი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, პაპრიკა და ძირა. მოურიეთ ინგრედიენტებს, მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე.

4.დაახლოებით 3 წუთი დაჭერით ოხრახუში და დაუმატეთ ბოსტნეულს. მოურიეთ ტაფაზე არსებულ ინგრედიენტებს. ნახევრად მზა კომბოსტო გადმოიტანეთ ქვაბიდან.

5.კომბოსტო დაუმატტ ტაფაზე მოთშულ ბოსტნეულს. მოასხით წვენი, რომელიც გამოყო და მოთუშეთ ტაფაზე.

6.დაუმატეთ წიწაკა. ისევ მოასხით კომბოსტოს წვენი. 2 წუთში ჩატეხეთ 3 კვერცხი. დააფარეთ თავსაფარი და დაელოდეთ კვერცხის მომზადებას.

გემრიელად მიირთვით!