ყავა “შტირლიცი”: პირველი ყლუპიდან თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ შემდეგ იხსნება არაჩვეულებრივი პალიტრა

1463

“ჯეკობსი ბუხრისკენ მიიწია, სადაც პატარა ელექტრო ქურა იდგა თუჯის ყავია სახარშებით. ძალიან ლამაზად და ჯადოსნურად მან ყავის ხარშვა დაიწყო, თანაც ხსნიდა:

-ანკარაში რეცეპტი მაჩუქეს, ის ზღაპრულია. შაქრის ნაცვლად – კოვზი თაფლი, კბილი ნივრის მეოთხედი, და რაც მთავარია, არ უნდა წამოდუღდეს. თუ წამოდუღდა, აზრი არ აქვს. ”

იულიან სემიონოვის ამ რომანის ფრაგმენტში ჯეკობსი შტირლიცს საუცხოო ყავით უმასპინძლდება, რომელიც უძველესი რეცეპტითაა მოდუღებული. მას “ძველი მავრის საიდუმლო” ეწოდება. უცნობია, თუ საიდან მოდის მისი წარმოშობა, მაგრამ მის უჩვეულო არომატულობაში ეჭვი არავის ეპარება. მოდით მივყვეთ ლეგენდარული მზვერავის მაგალითს და დავტკბეთ პიკანტური, ღრმა და ხავერდოვანი ყავის გემოთი.

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ყავა
  • 200 მლ წყალი
  • 0,25 კბ ნიორი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1 მწ მარილი

მომზადება

1. დადგით თუჯის ყავის სახარში ცეცხლზე გასახურებლად.

2. გაატარეთ ნიორი და მოათავსეთ ყავის სახარშში დაფქულ ყავასთან ერთად და შეანჯღრიეთ.

3. გააცხელეთ 2-3 წამის განმავლობაში, შემდეგ ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და ოდნავ წამოადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დააყენეთ ცოტა ხნით.

4. დაწურეთ ყავა და ჩაასხით ორ ლამბაქში. დაუმატეთ ნახევარი კოვზი თაფლი თითოეულს.

მოამზადეთ უჩვეულო ყავა მეგობრებისთვის და ერთად განიხილეთ შთაბეჭდილებები. ნივრის სუნი არ იგრძნობა, საინტერესო გემოთი დატკბებით. ამ ეშმაკობით სარგებლობდნენ ძველი მოვაჭრეები, როც სურდათ არც თუ ისე კარგი ხარისხის ყავისთვის სიღრმე და არომატი შეეძინათ. გემრიელად მიირთვით!