ყაბაყის შოკოლადიანი მაფინებით დღის ნებისმიერ დროს გაუმასპინძლდებით სტუმრებს

1027

ამ შოკოლადიანი და ამავდროულად ძალიან გემრიელი მაფინებით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ სტუმრებს სათანადოდ გაუმასპინძლდეთ.

ინგრედიენტები: 

  • 120 გ უმარილო კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1/2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 100 გ ყაბაყი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 150 გ თეთრი ფქვილი
  • 30 გ კაკაო
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 100 გ შავი შოკოლადი
  • 12 თხილის გული

მომზადების წესი:

  1. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. სტანდარტულ თუნუქის ფურცელს, რომელზეც მაფინის 12 ფორმა ეტევა, ცხიმი ოდნავ წაუსვით.
  2. ჯამში კარაქი, შაქარი და კვერცხი კარგად შეურიეთ. დაუმატეთ ვანილი, წვრილად გახეხილი შოკოლადი შეაზილეთ.
  3. ცომი  მაფინის ფორმებში კოვზით გადაიტანეთ და მხოლოდ ორ-მესამედზე შეავსეთ. თითოეულ მაფინს თხილის თითო გული დაადეთ.
  4. აცხვეთ 20-25 წთ. ცენტრში ხის ჩხირი ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ნამცხვარი მზად არის.
  5. ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ ცხაურზე გადაიტანეთ.