ყაბაყის რულეტები: ნაზი, წვნიანი, ორი სახის შიგთავსით

1254

ყაბაყის რულეტები მადისაღმძვრელად და მიმზიდველად გამოიყურება, რისი წყალობითაც ეს კერძი შეგიძლიათ მიართვათ არამხოლოდ ყოველდღიურ ვახშამზე, არამედ სადღესასწაულო სუფრაზეც. თანაც ძალიან სწრაფად მზადდება. გთავაზობთ ტრადიციული შიგთავსის ორ ვარიანტს: ხაჭოს და ყველის.

ამ რეცეპტით მომზადებული ყაბაყის რულეტები ძალიან ნაზი და წვნიანი გამოდის, მთავარია, ყაბაყი ზომიერად შეწვათ. მოამზადეთ ერთხელ და ის თქვენი ოჯახის ერთ-ერთი საყვარელი კერძი გახდება.

ინგრედიენტები

  • 6-8 ც ყაბაყი
  • 200 გრ კრემ-ყველი
  • 200 გრ ხაჭო
  • ზეითნის ზეთი გემოვნებით
  • 8-10 ც პომიდვრის ჩირი
  • 3 კბ ნიორი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

  1. პირველი შიგთავსისთვის შეურიეთ კრემ-ყველი, გატარებული ნიორი, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი.
  2. მეორე შიგთავსისთვის დააბლენდერეთ დაჭრილი პომიდვრის ჩირი და ნიორი, დაუმატეთ ცხიმიანი ხაჭო, მარილი, პილპილი.
  3. დაჭერით სიგრძეზე თხლად ყაბაყი, შეწვით ტაფაზე ან გრილზე ორივე მხრიდან.
  4. წაუსვით შემწვარ ყაბაყს შიგთავსი და დაახვიეთ რულეტები.

მირთმევამდე კერძი რამდენიმე ხნით შედგით მაცივარში. ვიმედოვნებთ, რომ რეცეპტი მოგეწონებათ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!