ყაბაყის პიკანტური კატლეტები ტაფაზე

ზოგიერთი გურმანი ბოსტნეულით მომზადებულ კატლეტებს არ ცნობს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ რესტორნებშიც კი კატლეტებს ბოსტნეულს უმატებენ რადგა ეს კერძს უფრო წვნიანსა და გემრიელს ხდის. დღეს ყაბაყის კატლეტების რეცეპტს შემოგთავაზებთ რომელსაც სულ რამდენიმე ინგრედიენტი ესაჭიროება და უგემრიელესი გამოდის!

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი 7 ცალი
  • ნიორი 6 კბილი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • პური 100 გრამი
  • კვერცხი 2 ცალი
  • წიწაკა 1 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი – გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ახალი ყაბაყი კანთან ერთად მსხვილ სახეხზე გახეხეთ. შეაზავეთ მარილით და აურიეთ. 20 წუთის შემდეგ საჭურზე კარგად გაწურეთ, რადგან ყაბაყისგან ზედმეტი სითხე სრულად უნდა მოშორდეს და თითქმის ბოლომდე გამოშრეს.
2. ოდნავ გამომშრალი თეთრი პური პლენდერში ნამცეცებად დაფშვენით. ნიორი დაჭყლიტეთ და პურიც და ნიორიც ყაბაყის მასას შეურიეთ. საგულდაგულოდ მოზილეთ.

3. ტაფას ზეთი მოასხით და გააცხელეთ. მიეცით კატლეტებს საშუალო ზომის ოდნავ სქელი ფორმა.
4. მოწვით ორივე მხრიდან. კატლეტი მაშნ გადააბრუნეთ როდესაც კარგად შეიწვება და შეწითლდება. კერძი სუფრასთან გაგრილებული მიიტანეთ.

ყაბაყის კატლეტებს გარნირი არ ესაჭიროებათ თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მისთვის ბრინჯის ან სიმინდის გარნირის მომზადება აჯობებს.