ღუმელისა და გრილის გარეშე: როგორ მოვამზადოთ წვნიანი ღორის ხორცი პირდაპირ ტაფაზე

1857

რა ჯობია ახლად შემწვარ ხორცს, რომლის არომატიც მთელ სახლში ვრცელდება და ნერწყვებს მოგადენს! გთავაზობთ, გაამრავალფეროვნოთ ჩვეულებრივი რეცეპტი და მოამზადოთ ხორცი ახლებურად.

“გასტრონომია” წარმოგიდგენთ ღორის ხორცს ჩინურ სოუსში. მის მოსამზადებლად დროისა და პროდუქტების მინიმუმი დაგჭირდებათ, შედეგად კი საუცხოო კერძს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 700 გრ ღორის ხორცი
  • 80 მლ სოიოს სოუსი
  • 2 კბ ნიორი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 100 მლ წყალი
  • 1 ჩ.კ. სახამებელი
  • 50 მლ ზეთი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ხორცი, დაჭერით საშუალო კუბებად, ოდნავ დაბეგვეთ და მოაყარეთ შავი პილპილი.

2. შეურიეთ სოიოს სოუსი და თაფლი, დაუმატეთ ხორცს მიღებული სოუსი და დატოვეთ 1 სთ.

3. ღრმა ტაფაში დაასხით ზეთი, დაყარეთ ხორცი, დააფარეთ და მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად მოურიეთ.

4. დაჭყლიტეთ დანით ნიორი, დაუმატეთ ხორცს და მოთუშეთ 7 წუთის განმავლობაში. გახსენით ჭქა წყალში სახამებელი, დაასხით ხორცს და 25-30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე მოთუშეთ.

მირთმევამდე შეგიძლიათ კერძს მოაყაროთ მოხალული ქუნჯუთი, დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში. გარნირის სახით მოუხდება კარტოფილის პიურე ან მოხარშული ბრინჯი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!