ღორის ხორცის რულეტი ბულგარულად

1409

ეს რეცეპტი არის მათთვის, ვისაც ვახშმად თავისი მეორე ნახევრისთვის რაიმე განსაკუთრებულის მომზადება სურს. მოამზადეთ ღორის ხორცის ბულგარული რულეტი ღუმელში, იგი არაფრით ჩამოუვარდება რესტორანში მომზადებულ კერძებს!

ხორცის რულეტის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 2 ღორის სტეიკი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ წითელი წიწაკა
  • 1 ჩ/კ შავი წიწაკა
  • ქინძი
  • ბეგქონდარა
  • 3 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 1 კარტოფილი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, კარგად დაკეპეთ ხორცი სამზარეულოს ჩაქუჩით.

2. თასში ჩაყარეთ ყველა სანელებელი და კარგად აურიეთ ერთმანეთში, შემდეგ კი წაუსვით იგი ხორცს ორივე მხრიდან.

3. ხორცი გაახვიეთ რულეტივით, შეფუთეთ საკვები ფოლგით და დატოვეთ მთელი ღამით, რათა სანელებლები ხორცს კარგად შეერწყას.

4. მომდევნო დღეს გათალეთ ბოსტნეული და დაჭერით ზოლებად.

5. კარგად შეწვით კარტოფილი და დაუმატეთ მარილი და წიწაკა, ხოლო ხახვი და სტაფილო განცალკევებით შეწვით დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთით.

6. ახლა, შესუნელებულ სტეიკში მოათავსეთ მომზადებული ბოსტნეული და გაახვიეთ, როგორც რულეტი და შეწვით, რათა ოქროს ფერი მიიღოს.

7. საბოლოოდ, გადაიტანეთ ხორცის რულეტი საცხობ ფორმაზე, ზედაპირი კი მჭიდროდ დაფარეთ ფოლგით. რულეტი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 1 საათის განმავლობაში.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს !