ღორის ნეკნები კანადურად

1003

ღორის ხორცისგან მომზადებული კერძები ჩემთვის ნამდვილი დელიკატესია.

ღორის ნეკნები კანადურად, უბრალოდ გასტრონომიული შედევრია, რომელსაც დღეს ჩვენ მარტივად მოვამზადებთ. ეს კერძი ძალიან ეფექტური და არომატული გამოდის.

ინგრედიენტები

  • ღორის ნეკნები 1,2 კგ
  • ვაშლი 1 ცლი
  • კეჩუპი 100გ
  • სოიოს სოუსი 3-4 სუფრის კოვზი
  • ნივრის ფხვნილი 0,5 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 0,5 ჩაის კოვზი
  • შავი დაფქული წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • დარიჩინი 0,5 ჩაის კოვზი
  • ყავისფერი შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • ლიმონი 0,5 ცალი

მომზადება

1.თავდაპირველად მოამზადეთ სოუსი. 100გ ვაშლის პიურეს დაუმატეთ კეჩუპი, სოიოს სოუსი და ყავისფერი შაქარი. მოასხით ლიმონის წვენი.

2.ამ მასას დაუმატეთ მშრალი სანელებლები. დაანაწევრეთ ღორის ნეკნები, ღრმა ჯამში მოასხით მარინადი. მოურიეთ.

3.ნეკნები დატოვეთ 30 წუთი მარინადში. მარინადთან ერთად გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე.

4.გამოაცხეთ 220 გრადუსზე 50 წუთი ფოლგასთან ერთად, შემდეგ მის გარეშე.

5.მოასხით სოუსი და გამოაცხეთ 30 წუთი. 10 წუთში ერთხელ მოასხით სოუსი.

გემრიელად მიირთვით!