ღორის კანჭი ნივრისა და მდოგვის მარინადში

3100

ღორის ხორცის შეწვა ყველას შეუძლია, მისგან ნამდვილი შედევრის შექმნა კი ერთეულებს. დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ შესანიშნავი ღორის კანჭი ნივრისა და მდოგვის მარინადში. მეფური ვახშმისთვის ბევრი არ არის საჭირო: ჩვეულებრივი ცხარე მდოგვი დანამატების გარეშე, ნიორი და ახალი ხორცი. ღორის ხორცი პიკანტური, წვნიანი და უგემრიელესი გამოვა.

ამ კერძის მთავარი საიდუმლო მისი მარინადის მომზადების დროშია. რაც უფრო მეტ ხანს გააჩერებთ ხორცს მარინადში, მით უკეთესი. ოპტიმალური დრო 12 საათიდან 24 საათამდეა.

ინგრედიენტები

  • 1-1,5 კგ ღორის კანჭი
  • 400 გრ მდოგვი
  • ნიორი გემოვნებით
  • როზმარინი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • ქონდარი გემოვნებით
  • ბეგქონდარა გემოვნებით
  • მაიორანი გემოვნებით
  • მუსკატის თხილი გემოვნებით
  • წიწაკა ჩილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოამზადეთ მარინადი. შეურიეთ მდოგვი და სუნელები.
  2. დაჭერით გაფცქვნილი ნიორი ოდნავ დიდ ნაჭრებად. ჩაჭერით ხორცი რამდენიმე ადგილას და მოათავსეთ ნივრის ნაჭრები.
  3. აიღეთ ცელოფნის პარკი ჰერმეტული საკეტით. ჩაასხით მარინადი, მოათავსეთ ხორცი და კარგად შეანჯღრიეთ.
  4. დადგით ხორცი ცივ ადგილას მინიმუმ 12 საათით. რაც უფრო დიდ ხანს გააჩერებთ, მით უფრო რბილი გამოვა ხორცი.
  5. მოათავსეთ ხორცი საცხობ ფორმაზე, შედგით 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით, შემდეგ მოუმატეთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და კიდევ 1,5-2 საათის განმავლობაში გამოაცხვეთ.
  6. დროდადრო შეამოწმეთ ხორცის მზაობა დანით. თუ ხორცი ძველია, მომზადებას 4 საათი დასჭირდება.

მიირთვით მზა კერძი კლასიკურ გერმანულ გარნირთან – მოთუშულ კომბოსტოს მწნილთან. ამ კომპოზიციას ცივი ქაფქაფა ლუდი დაასრულებს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!