ღვიძლს ასე მხოლოდ ბულგარეთში ამზადებენ: ქარვისფერი კლიარი ყოველი ნაჭრის სირბილეს ინარჩუნებს

1476

სუბპროდუქტებს ყველა ქვეყანაში თავისებურად იყენებენ, მას სალათებში და წვნიანებში უმატებენ, ამზადებენ პაშტეტს, თუმცა იშვიათად ამზადებენ როგორც დამოუკიდებელ კერძს. “გასტრონომია” დღეს შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივ რეცეპტს, რომელიც ძლიერ უყვართ ბულგარელებს.

ავთენტურ კერძს დრობჩეტა ეწოდება და მას მხოლოდ ბულგარეთში ამზადებენ. ეს არ არის უბრალოდ შემწვარი ქათმის, ძროხის ან ღორის ღვიძლი, მას კლიარში ამზადებენ. შეწვისას კლიარი ინარჩუნებს წვენს და სირბილეს და კერძს არაჩვეულებრივ გემოს სძენს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ საქონლის ღვიძლი
  • 2 კვერცხი
  • 150 გრ ფქვილი
  • 70 გრ ნიგოზი
  • 40 მლ კონიაკი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. პირველ რიგში ვამზადებთ კლიარს. დაფხვენით ნიგოზი რაც შეიძლება წვრილად.

2. ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ ნიგოზს, დაუმატეთ კონიაკი, მარილი, პილპილი, ბოლოს ფქვილი და კარგად მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.

3. გარეცხეთ და მოხსენით გარსი ღვიძლს, დაჭერით საშუალო ნაჭრებად, დაუმატეთ მარილი და პილპილი.

4. ამოავლეთ ყოველი ნაჭერი კლიარში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

როგორც ხედავთ, ყველაფერი კლიარზეა დამოკიდებული. კონიაკი და ნიგოზი ძალიან უხდება ხორცის კერძებს. ღვიძლი შეიძლება ნებისმიერი გამოიყენოთ, მთავარია ახალი იყოს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზარეთ რეცეპტი მეგობრებს!