ღვეზელი “ზაფხულის ფერები”

ამ ღია ღვეზელის რეცეპტი ოდნავ არასტანდარტული იქნება. საქმე იმაშია, რომ მას არა ერთი, არამედ რამდენიმე გულსართი აქვს. ეს ყველაფერი მის გემოს ძალიან გემრიელს ხდის. ეს ღვეზელი ვიზუალურადაც გამოირჩევა მაგრამ, მის მომზადებას სულ ცოტა დრო სჭირდება!

ღვეზელი სახელად “ზაფხულის ფერები” – თავისი დაბალ კალორიულობის წყალობით თქვენს ფიგურას ჭარბი კილოგრამებით არ დაემუქრება, ხოლო მასში შემავალი ვიტამინები კი თქვენი ორგანიზმის იმუნიტეტს კიდევ უფრო გააძლიერებს!

ცომის ინგრედიენტები:

  • 220 გრამი ფქვილი
  • 0.5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მარილი
  • 100 გრამი კეფირი
  • 70 გრამი მცენარეული ზეთი

გულსართი 1:

  • მოხარშული ბრინჯი
  • მწვანე ხახვი
  • კამა
  • 2 ცალი მოხარშული კვერცხი
  • ქათმის ფილე
  • 2 ცალი უმი კვერცხი
  • ყველი სურვილისამებრ

გულსართი 2:

  • ბოსტნეული თქვენი გემოვნებით
  • პომიდორი, ყაბაყი, ბადრიჯანი, ცუკინი, ხახვი, ბულგარული წიწაკა
  • მარილი, სანელებლები

მომზადების წესი:

1. ვამზადებთ ცომს. აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. მასაში ჩაასხით კეფირი და მცენარეული ზეთი. მოზილეთ ცომი და ნახევარი საათით სველი პირსახოცის ქვეშ შეასვენეთ.

2. პირველი გულსართი. დაჭერით მწვანე ხახვი, მოხარშული კვერცხი და კამა. ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბებად და ოდნავ მოწვით მაღალ ცეცხლზე.

3. გულსართის ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ. უმი კვერცხი მასაში ჩააასხით და მოურიეთ. ყველის დამატება თუ გსურთ – გახეხეთ და ისევ გადაურიეთ მასასთან ერთად.

4. მეორე გულსართი. ბოსტნეული გარეცხეთ და დაჭრით თქვენთვის სასურველ ზომებზე. აჯობებს საშუალო ზომის სისქეზე დაჭრათ.

 

5. ახლა კი ყველა ნაწილი უნდა გავაერთიანოთ. ჟარუნას პერგამენტი დააფინეთ, მასზე ცომი გადაანაწილეთ, არ დაგავიწყდეთ კიდეების გაკეთება. ცომზე პირველი გულსართი დაადეთ თანაბარ ფენად. მასზე კი ბოსტნეულის ნაჭრები მოათავსეთ და ზეთი წაუსვით, მოაყარეთ მარილი და სუნელები დაუმატეთ.

6. აცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში, 40 წუთის მანძილზე.

ამ ღვეზელმა შეიძლება “რატატუი” გაგახსენოთ, თუმცა ჩვენი ღვეზელი გაცილებით საინტერესოა რაგდან მასში გაცილებით მეტი ინგრედიენტია, ხოლო ხრაშუნა ცომი ბრინჯთან, ბოსტნეულთან და ყველთან ტანდემში გაცილებით უფრო გემრიელია ვიდრე ბოსტნეულის რაგუ, თუნდაც პარიზიდან!