ღვეზელების იდეალური რეცეპტი ნაპოვნია: უთხელესი ცომი 5 წუთში ცხვება ტაფაზე

2133

ღვეზელები – შინაური კულინარიის კლასიკაა. მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ მათ მომზადება ელემენტერულია, თუმცა, გემრიელი ღვეზელი მხოლოდ ჭეშმარიტ შემფასებლებს გამოსდით. მთავარი საიდუმლო იოლია: ცომისა და შიგთავსის შეხამება იდეალური უნდა იყოს.

„გასტრონომია“ გთავაზობთ ბრტყელი ღვეზელების რეცეპტს. ელასტიური კეფირის ცომი უკვე თავისთავად გემრიელია, შიგთავსის სახით კი კარტოფილის პიურე ან მოთუშული კომბოსტო გამოდგება.

ინგრედიენტები

  • 900 გრ ფქვილი
  • 500 მლ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 9 გრ საფუარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • კომბოსტო გემოვნებით
  • კარტოფილის პიურე გემოვნებით
  • 100 გრ მარგარინი
  • 1 ხახვი
  • ზეთი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაადნეთ მარგარინი, დაუმატეთ კეფირი, კვერცხი, შაქარი და მარილი. ნაზავი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. დაუმატეთ საფუარი და გააჩერეთ 10 წუთით.
  2. ნელნელა დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ელასტიური ცომი. წაუსვით ზეთი, მოათავსეთ თასში, დააფარეთ თავსახური. გააჩერეთ 40 წუთით.
  3. მოამზადეთ შიგთავსი: მოამზადეთ კარტოფილის პიურე, დაუმატეთ მარილი, პილპილი, მოთუშული ხახვი. მოთუშეთ კომბოსტო მეორე სახეობის ღვეზელისთვის.
  4. გაყავით ცომი ულუფებად, გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და მოუჭირეთ ცომს. კვლავ გააბრტყელეთ.
  5. შეწვით ღვეზელები ზეთში ორივე მხრიდან.

ტაფაზე ღვეზელების შეწვა საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ ეს ამად ღირს. დიდი ოდენობით ღვეზელები გამოგივათ და მთელი ოჯახი კმაყოფილი დაგრჩებათ. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!