ქმარმა მითხრა რესტორნის მსგავსიო! კუსკუსი პირველად გავსინჯე, ძალიან გემრიელი კერძი გამოვიდა.

7126
ქმარმა მითხრა რესტორნის მსგავსიო! კუსკუსი პირველად გავსინჯე, ძალიან გემრიელი კერძი გამოვიდა.
ქმარმა მითხრა რესტორნის მსგავსიო! კუსკუსი პირველად გავსინჯე, ძალიან გემრიელი კერძი გამოვიდა.

ცოტა ხნის წინ, საუზმეზე კუსკუსის მომზადება დავიწყე. შესაძლოა, სუპერმარკეტის დახლებზე ეს ყვითელი მარცვლეული შეამჩნიეთ, მაგრამ ყიდვა მაინც ვერ გადაწყვიტეთ. ან ხელში გეჭირათ, მაგრამ უკან დააბრუნეთ, რადგან არ იცოდით მისგან რა მოგემზადებინათ.

კუსკუსი ძალიან გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტია. ხშირად მას მანანის ბურღულიდან ამზადებენ, უფრო იშვიათად კი ბრინჯის, ფეტვის ან ქერისგან. მანანის ბურღულს წყალს ასხამენ და ურევენ ისე, რომ პატარა ზომის ბურთულები მიიღონ, ფქვილში ავლებენ, ცრიან, დარჩენილ წვრილ ნაწილებს კვლავ წყალს ასხამენ და პროცესი ასე გრძელდება.

ადრე ბერბერი ტომის ქალები მარცვლეულს ხელით ამზადებდნენ. ჩვენს, ტექნოლოგიების სამყაროში ეს პროცესი მექანიზებული არის.

უმეტესობა ჩვენგანისთვის ეს მარცვლეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან რაღაც უცნობი და ეგზოტიკური არის. მაგრამ ბოლო დროს კუსკუსი მისი გემოს მახასიათებლების და სასარგებლო თვისებების გამო პოპულარული გახდა.

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არაც თუ ისე ჩვეული რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ. ერთი მხრივ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ფაფას ვამზადებთ, მაგრამ ეს ასე არ არის.

კუსკუსი ნამდვილად მარცვლეული არის, ისეთივე როგორიც არის ბრინჯი და წიწიბურა, მაგრამ ჩვენთან ძალიან გავრცელებული არ არის, ამიტომ კუსკუსისგან მომზადებულ საყვარელ კერძს შეიძლება ეგზოტიკური ვუწოდოთ.

როგორ მოვამზადოთ კუსკუსი

გთავაზობთ კუსკუსის რეცეპტს სოკოთი და ტკბილი წიწაკით. იდეალური გადაწყვეტილება მათთვის, ვინც მარხვას იცავს. და, რა თქმა უნდა, ვეგეტარიანელებისთვის.

ინგრედიენტები:

  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 მცირე ზომის ტკბილი წიწაკა
  • 150 გრ ქამა სოკო
  • 150 გრ კუსკუსი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მცენარეული ზეთი ბოსტნეულის შესაწვავად
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1.პირველ რიგში ბოსტნეული უნდა მოამზადოთ. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით. ტკბილი წიწაკაც წვრილად დაჭერით. საშუალო ცეცხლზე დადგმულ ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ და მასში ხახვი და ტკბილი წიწაკა ჩაყარეთ. შეწვით, აურიეთ, 5 წუთით. მარილი გემოვნებით მოაყარეთ.

2.გარეცხეთ, გააშრეთ და დააქუცმაცეთ სოკო.

3.ტაფას სოკო და ნიორი დაუმატეთ. შეწვით, აურიეთ, კიდევ 3-4 წუთი.

4.კუსკუსი ქვაბში ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით. მარილი გემოვნებით მოაყარეთ. კუსკუსი საშუალო ცეცხლზე ზუსტად რამდენიმე წუთით მოხარშეთ, შემდეგ გაზი გამორთეთ და თავდახურული გააგრილეთ, სანამ მარცვლეული არ გაიბერება. მზა კუსკუსს 1 ს/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ფაფას ჩანგლით მოურიეთ.

5.კუსკუსი ბოსტნეულის ტაფას დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ესეც ასე – გემრიელი, მსუყე და ყველასთვის ხელმისაწვდომი კერძი მზად არის!

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!