ქაშაყის და ბოსტნეულის ბურთულები – დაუვიწყარი გემო!

705

თუ თქვზი გიყვართ, მაშინ ეს კერძი აუცილელად მოგეწონებათ!

ამ კერძში იდეალურად არის დაბალანსებული გემოები, ხოლო თევზი პირში ლღვება.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • ჭარხალი 150გ
  • სტაფილო 150გ
  • ქაშაყი 100გ
  • ყველი 150გ
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • ნიგოზი 25გ
  • კვერცხის გული 3 ცალი

მომზადება

1.მოხარშეთ კვერცხი. გახეხეთ 3 კვერცხის გული, დაუმატეთ 60გ ყველი და მოხარშული ჭარხალი. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, 1 სუფრის კოვზი მაიონეზი და კარგად მოურიეთ.

2.გაჭერით ქაშაყის ფილე. მოხარშული ჭარხლისგან გააკეთეთ დისკები და მასზე მოათავსეთ დაჭრილი ქაშაყი, დააბურთავეთ.

3.მოხარშულ და გახეხილ სტაფილოს დაუმატეთ, 3 წვრილად დაჭრილი კვერცხის ცილა, 60გ ყველი, დაქუცმაცბული ნიგოზი, 1 სუფრის კოვზი მაიონეზი. ამ მასისგანაც გააკეთეთ ბურთები.

4.ნახევარი ჭარხლის ბურთულები ამოავლეთ ყველში, ხოლო ნახევარი სტაფილოს – გახეხილ კვერცხის გულში.

გემრიალდ მიირთვით!