ქარვისფერი ქერქი და ტკბილი შიგთავსი: უგემრიელესი რულეტის რეცეპტი

1361

როცა ჩაისთან შინ გამომცხვარი არომატული დესერტი გენატრება, “გასტრონომიას” მიერ შემოთავაზებული რულეტის რეცეპტი ნამდვილი მისწრებაა. ეს ნამცხვარი 3-4 დღის განმავლობაში ძლებს, განსაკუთრებული ცომის საიდუმლო კი მანანის ბურღულშია, რაც დესერტს ნოტიოდ ინარჩუნებს.

ჩვეულებრივი ცომისგან განსხვავებით, ასეთის ამოსვლას ცოტა მეტი დრო სჭირდება. შიგთავსის სახით მურაბა ან ჯემი გამოიყენეთ. ჩვენ შტოშის სქელ მურაბას მივანიჭეთ უპირატესობა.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 25 გრ მანანის ბურღული
  • 100 გრ კარაქი
  • 250 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 5 ს.კ. შტოშის მურაბა
  • 5 გრ საფუარი
  • 2 გრ ვანილინი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ მანანის ბურღულის ფაფა მითითებული რაოდენიბის რძესთან. გააცივეთ და მოათავსეთ ღრმა თასში.
  2. ჩაყარეთ საფუარი და შაქარი, დაამატეთ დარბილებული კარაქი, ვანილინი, კვერცხი და მარილი. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
  3. დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დადგით თბილ ადგილას 1,5 საათით.
  4. გააბრტყელეთ ცომი თხლად, წაუსვით მურაბა, დაახვიეთ რულეტად, შემდეგ კი ლოკოკინას ფორმით. დატოვეთ 30 წუთით.
  5. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით კარაქი, მოათავსეთ ცომი, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 55 წუთით.

მანანის ბურღულზე მომზადებული ცომი ძალიან რბილი და ნაზი გამოდის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეგიძლიათ ნებისმიერი მურაბა გამოიყენოთ შიგთავსის სახით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!