ქათმის გულ-მკერდი „ორი ყველი“: შესანიშნავი სადღესასწაულო კერძი

2144

ყოველ ჯერზე, როცა ხორცის გამოცხობაზე მიდგება საკითხი, ყველაფერს ვყიდულობ ქათმის გარდა. ქათმის ფილე სალათში, პაშტეტში ან ბულიონში ძალიან გემრიელია, მაგრამ ღუმელში გხორცი შრება და გიწევს ათასგვარი სოუსით „გაკეთილშობილება“. ახლა კი ვისწავლე ქათმის გულ-მკერდის მომზადება ყველით, და თქვენც გირჩევთ.

ქათმის გულ-მკერდი „ორი ყველი“ მოცარელათი და ჩედერით – საუკეთესოა, რისი გაკეთებაც შეიძლება ქათმისგან. გირჩევთ ეს კერძი მხოლოდ დღესასწაულებზე მოამზადოთ, რადგან ის იმდენად გემრიელია, ხშირად რომ მიირთვათ – ზედმეტი წონა გარანტირებულია.

ინგრედიენტები

  • 900 გრ ქათმის ფილე
  • 2 სტაფილო
  • 2კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 100 გრ ჩედერი
  • 100 გრ მოცარელა
  •  ჩ.კ. ქუნჯუთი
  • 1 კონა კამა
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი, პაპრიკა, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გახეხეთ გათლილი სტაფილო, დაჭერით წვრილად ხახვი. მოთუშეთ ზეთში.

2. დაჭერით თხლად ქათმის ფილე. დააფარეთ ნაჭრებს საკვების ცელოფანი და დაბეგვეთ ორივე მხრიდან.

3. ათქვიფეთ კვერცხი პაპრიკასთან ერთად. დაჭერით მოცარელა და ჩედერი თხლად. დაჭერით კამა.

4. წაუსვით მინის ფორმას ზეთი. დააწყვეთ ფსკერზე დაბეგვილი ხორცი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. წაუსვით კვერცხის მასა.

5. ცენტრში ხახვიდა სტაფილო მოათავსეთ, მოაყარეთ მწვანილი. კუთხეებში კი დატოვეთ ადგილი შემდეგი ფენისთვის – ყველისთვის.

6. გაიმეორეთ ფენები, სანამ პროდუქტები არ დამთავრდება. ბოლო ფენა ფილე უნდა იყოს.

7. წაუსვით ზემოდან კვერცხი, მოაყარეთ ქუნჯუთი. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღმელში 45 წუთის განმავლობაში.

დაჭერით კერძი ულუფებად სანამ ცხელია და მიირთვით. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს. გემრიელად მიირთვით!