ქათმის გამომშრალი ხორცი

ბევრს სურს მაღაზიაში შეძენილი ძეხვეული რაიმე შინ მომზადებული პროდუქტით ჩაანაცვლონ, რომლებიც ყოველგვარი კონსერვატებისა და დანამატების გარეშე მომზადდება და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი არ იქნება. ამიტომ ქათმის გამომშრალი ხორცის შესანიშნავი რეცეპტი მოგიმზადეთ!

ქათმის გამომშრალი ხორცი ნაზი და გემრიელი გამოდის, მომზადება კი ძალიან იოლია. მას მაცივარში შეინახავთ და სასურველ დროს სტუმრებს გაუმასპინძლდებიტ ან ლუდს მიაყოლებთ.

ქათმის გამომშრალი ხორცი

  • 400 გრამი ქათმის ფილე
  • 200 მილიგრამი კონიაკი
  • 2 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 ცაის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი სანელებლები (როზმარინი, პაპრიკა, ქარი, ბეგქონდარა)

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ახალი ქათმის ფილე და თხელ ნაჭრებად დაჭერით

2. აურიეთ სანელებლები. შეგიძლიათ სანელებლები თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ.

3. ამოავლეთ ქათმის ნაჭრები მარილის, შაქრისა და სანელებელების ნარევში, დაასხით კონაიაკი.

4. მოათავსეთ თავსახურიენ ჭურჭელში, დაახურეთ თავი და მაცივარში 1 დღე-ღამით შედგით. არ დაგავიწყდეთ ყოველ 6 საათში გადაურიოთ.
5. 24 საათის შემდეგ ქათმის ნაჭრები კონიაკიანი ნარევიდან ამოიღეთ, გაავლეთ წყალში და ქაღალდის ხელსახოცზე გააშრეთ.


6. აიღეთ კბილის ჩხირები, ქათმის ნაჭრებს გაუყარეთ და ისე დაკიდეთ, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ.

7. ფილე 80-90 საათის განმავლობაში უნდა შრებოდეს. ამ დროის განმავლობაში ჭარბი სიტხე აორთქლდება და ხორცი თავის დამახასიათებელ გემოს შეიძენს. მზა ნაჭრებიშუქზე ოდნავ გამჭვირველ უნდა იყოს.

ამ პროცესის დაჩქარება ხორცის ღუმელში, კონვექციის რეჟიმზე მოთავსებით შეიძლება. ასეთ შემთხვევაში მას 7-8 საათი დაჭირდება. მომზადების დრო ხორცის ნაჭრების ზომაზეც გახლავთ დამოკიდებული, რაც უფრო დიდია ნაჭერი შესაბამისად მომზადების დროც მით უფრო ხანგრძლივი იქნება და პირიქით.