ქათმის ბოზართმა – ქართლ-კახური უძველესი ცხელი კერძი

6574

კერ­ძი ქარ­თლსა და კა­ხეთ­ში მზად­დე­ბა. მისი მთავარი ინგრედიენტია ქათმის ხორცი. მომ­ზა­დე­ბის რე­ცეპ­ტი კი ასე­თია:

ინგრედიენტები: 

  • ქათამი 1 ცალი
  • ხახვი 4-5 ცალი
  • ერბო 100 გ
  • ქინძი 50 გ
  • დაფნის ფოთოლი 1-2 ცალი
  • წითელი წიწაკა 1 ცალი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: 

  1. გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი დავჭრათ და ქვაბში ჩავყაროთ.
  2. მოვშუშოთ თავისივე ცხიმში.
  3. 10 წუთში დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ერბო, დაფნის ფოთოლი და მთელი წითელი წიწაკა.
  4. ვშუშოთ იქამდე, სანამ ქათამი არ შეწითლდება.
  5. დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაიფაროს.
  6. გავაგრძელოთ ხარშვა. თუ შევატყობთ, რომ წვენი უშრება დავამატოთ თეთრი ღვინო. წვენი სქელი უნდა იყოს.
  7. ქათამი რომ მოიხარშება, შევაზავოთ მარილით და წვრილად დაჭრილი ქინძით.

გემრიელად მიირთვით!