ქათმის ბარკლები ტკბილ-მწარე სოუსში

2123

ქათმის ბარკალს ხშირად ათავსბენ ნაღების ან თაფლის სოუსის მარინადში. რაც მთავარია ხორცი უნდა მიიღოთ რბილი და წვნიანი. ხორცის ხარისხი დიდად არის დამოკიდებული მის მომზადების მეთოდზე. უმეტესად ბარკალს ღუმელში ამზადებენ.

სიმართლე გითხრათ ტაფაზე მომზადებული ბარკალიც საოცრად გემრიელია. ამისათვსი დაგჭირდებათ სეზონური ბოსტნეული და წიწაკა ჩილი, რომელიც კერძს პიკანტურობას შესძენს. ამავდროულად თქვენ მიიღებთ წვნიან და რბილ ხორცს.

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 700გ
  • ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 4 კბილი
  • პომიდორი 5 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • თეთრი მშრალი ღვინო 100მლ
  • როზმარინი 2 ცალი
  • ოხრახუში 4 ცალი
  • წიწაკა ჩილი 0,5 ცალი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი (მწიკვი)
  • შავი წიწაკა (დაფქული) 0,5 ჩაის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 5 სუფრის კოვზი
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი

მომზადება

1.გარეცხეთ ბოსტნეული, გათალეთ და მოაშორეთ თესლი. ბარკლებს მოაყარეთ მარილი, წიწაკა და დატოვეთ 10 წუთი. გახეხეთ პომიდორი, ხოლო მისი ქერქი გადააგდეთ. ხახვი დაჭერით მრგვლად, სტაფილო – წვრილ კუბიკებად.

2.ბულგარული წიწაკა დაჭერით გრძლად, ნიორი დააქუცმაცეთ. გააცხელეთ ტაფა, მასზე შეწვით ბარკლები. შემწვარი ბარკლები გადმოიტანეთ თეფშზე, ხოლო იმავე ტაფაზე შწვით ხახვი და სტაფილო.

3.შემდეგ დაუმატეთ ბულგარული წიწაკა, ნიორი და ჩილი. მოამზადეთ 3 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, როზმარინი, მარილი და წიწაკა. მზა სოუსი უნად წამოდუღდეს დაახლოებით 2 ჯერ. მომზადების შემდეგ მასში მოათავსეთ ბარკლები.

4.ზემოდან მოასხით პომიდვრის პიურე და წამოადუღეთ. ქათმის ბარკლები მთლიანდა უნდა დაფაროთ სოუსით. თუ სოუსის დონე არასაკმარისია, მაშინ დაუმატეთ წყალი, ხოლო უმჯობესია ბულიონი. დაბალ ცეცხლზე და თავდახურულად მოამზადეთ 40 წუთი.

5.მომზადებამდე 10 წუთით ადერე მოზადეთ თავსაფარი და დარჩენილი დრო მოამზადეთ მაღალ ცეცხლზე. სოუსი უნდა შესქელდეს. სწორედ ამ დროს დააგემოვნეთ სოუსი და დაუმატეთ მარილი და წიწაკა.

ბოლოს დაჭერით თქვენთვის სასურველი მწვანილი (ჩვენ ვიყენებთ ოხრახუშს), მოაყარეთ ქათამს და კარგად მოურიეთ. გამორთეთ ცეცხლი და კერძ გააჩერეთ 5 წუთით. მითითებული დროის გასვლის შემდეგ დააგემოვნეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!