ქათმის ბარკლები არომატული სანელებლებით

1025

ქათმის ბარკლები სანელებლებით ძალიან მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 0,5კგ ქათმის ბარკლები
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

სანელებლები

  • შავი და წითელი დაფქული წიწაკა
  • კაკალი ქინძი
  • პაპრიკა
  • კურკუმა
  • ჩილი
  • ჯანჯაფილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ქათმის ბარკლებს მოაშორეთ ბუმბული და კარგად გარეცხეთ.
  2. ბარკლებს წაუსვით სანელებლები, მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 10-30 წუთი.
  3. დაუმატეთ მაიონეზი და კარგად მოურიეთ. მარინადში უმჯობესია დიდხანს დატოვოთ ბარკლები.
  4. გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ მცენარეული ზეთით.
  5. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 40-45 წუთი. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ღუმელის ტემპერატურა შეგიძლიათ დაადაბლოთ.
  6. ბარკლების მზადება შეამოწმეთ დანის წვერით – ჩაჩხვლიტეთ ბარკალი და შეხედეთ ხორცის ფერს, თუ ხორცი ვარდისფერია ის არ არის მზად.
  7. ღუმელის გამორთვის შემდეგ ფორმა არ გამოიტენოთ 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!