ქათამი ქოთანში-უგემრიელესი კერძი თქვენი სუფრისთვის

1288

ქოთანში მომზადებულ კერძებს განსაკუთრებული გემო და არომატი აქვთ. ასეთივე ეფექტის მიღება ღუმელშიც შეგიძლიათ, რადგან თანაბარი ტემპერატურის დაჭერის შემთხვევაში პროდუქტი მის ყველა გემოს შლის. ასე, რომ გადმოიღეთ ქოთნები და მოამზადეთ ეს საოცარი კერძი.

ქათმის ფილე ცნობილია მისი უნივერსალურობით და დიეტური თვისებებით, მაგრამ ხშირად ის ძალიან გამომშრალია. ჩვენს შემთხვევაში ხორცი აუცილებლად იქნება რბილი და წვნიანი, რადგან თავდაპირველად მოვათავსებთ რძეს მარინადში და შემდეგ კვერცხისა და არაჟნის მარინადშიც.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 300გ
  • კარტოფილი 5 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • რძე 150მლ
  • პომიდორი 2 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ყველი 50გ
  • არაჟანი 4 სუფრის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ნაჭრებად და ჩაალბეთ რძეში. დაელოდეთ 1 საათი.

2.ამავდროულად მოამზადეთ პროდუქტები: კარტოფილი გაასუფთავეთ და მრგვლად დაჭერით, პომიდორიც მსგავსად, ყველი გახეხეთ სქლად, ხოლო ხახვი დაჭერით წვეილად. ქათმის ფილე შეწვით დიდ ცეცხლზე.

3.ქოთნებს წაუსვით ზეთი, მოათავსეთ კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. კარტოფილს ზემოდან მოაყარეთ ხახვი და ქათმის ფილე. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

4.კვერცხი ათქვიფეთ წიკვ მარილთან ერთად, დაუმეტეთ არაჟანი. და მოასხით ქოთანში არსებულ ფენებს. ზემოდან დაალაგეთ პომიდორი.

5.გამოაცხვეთ 60 წუთი 180 გრადუსზე. მომზადებამდე 20 წუთით ადრე პომიდორის ფენას მოაყარეთ ყველი და მოამზადეთ ბოლომდე.

ამავე მეთოდით შეგიძლიათ მომზადოთ ღორის ხორცით, მაგრამ 30 წუთით მეტი დრო დაგჭირდებათ. ყველი აუცილებლად ნახსენები წესის მიხედვით დაუმატეთ, რათა არ დაიწვას. ასევე მეტი არომატისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ გახეხილი ჯანჯაფილი, გამომშრალი რეჰანი, წიწაკა, რათა შეავსოთ ქათმის ფილეს რბილი გემო. გემრიელად მიირთვით!