ქათამი ტყემლის წვენში – წარმოუდგენლად გემრიელი იმერული კერძი

2187

იმერეთი ნამდვილად გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი სამზარეულოთი. დღეს, სწორედ ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი ამ შესანიშნავ კერძზე. ქათამი ტყემლის წვენში – ეს არის კერძი, რომლის დაგემოვნებაც ნამდვილად ღირს! მაშ ასე, შევუდგეთ მის მომზადებას…

ინგრედიენტები:

  • ქათამი – 1 ცალი
  • ქინძი – 30 გ
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • ომბალო და კამა – 20-20 გ
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გარეცხილი, გასუფთავებული საშუალო ზომის ქათამი დავჭრათ ასო-ასო, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად.
  2. ცალკე ქვაბში ჩავყაროთ ერთი ჭიქა გასუფთავებული ტყემალი.
  3. დავამატოთ ნახევარი ჭიქა წყალი და მოვხარშოთ.
  4. მოხარშული ტყემალი გავხეხოთ საწურში, დავამატოთ ერთად დანაყილი ნიორი, ქინძი, წიწაკა და მარილი და ძალიან წვრილად დაჭრილი ომბალო და კამა.
  5. მიღებული მასა დავასხათ მოხარშულ ქათამს.
  6. ერთი-ორი წუთი წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.