ფუნთუშები თხევადი ცომისგან

644

ამ ფუნთუშების მომზადება ნაბისმიერი შიგთავსით შეგიძლიათ. მისი ცომი ძალიან თხელია, რისი მეშვეობითაც შიგტავსი არ იკარგება.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • წყალი 300მლ
  • საფუარი 5გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • ხახვი 1 ცალი
  • საქონლის ღვიძლი 150გ
  • საქონლის გული 150გ
  • ინდაურის კუჭი 150გ
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ საფუარიანი ცომი. ამისათვის ფქვილს დაუმატეთ წყალი, საფუარი, შაქარი და მარილი. ჯამს გადააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 20 წუთი. ისევ ჩაზილეთ ცომი და დაელოდეთ 40 წუთი.

2.შიგთავსის მოსამზადებ;ად, დააქუცმაცეთ და შეწვით სუბპროდუქტები. მოაყარეთ სანელებლები და ხახვი.

3.მიეცით ფუნთუშის ფორმა და შეწვით ზეთში.

გემრიელად მიირთვით!