ფუმფულა ჰაეროვანი ნამცხვარი

2458

მარტივი და ძალიან გემრიელი ნამცხვარი.

ცომი ფაფუკი და ნაზია. არაჟნის კრემი კი საოცრად უხდება მას.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 150გ
  • წყალი 125მლ
  • რძე 125მლ
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 4 ცალი
  • მარილი მწიკვი
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი

კრემისთვის

  • შაქარი 70გ
  • არაჟანი 25% 200გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 150გ
  • ხორბლის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. ქვაბში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი და ვანილი.
  2. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. დაუმატეთ არაჟანი, მოურიეთ და დადგით ცეცხლზე.
  4. დაბალ ცეცხლზე ურიეთ განუწყვეტლივ, გაასქელეთ კრემი.
  5. მზა კრემი გადაიტანეთ ჯამში, დააფარეთ თავზე პაკეტი(ისე, რომ ეხებოდეს კრემს).
  6. გადადგით გვერდზე გასაგრილებლად.
  7. ახლა კი მოვამზადოთ მოხარშული ცომი.
  8. ღრმა ქვაბში მოათავსეთ კარაქი, დაასხით რძე და წყალი.
  9. დაუმატეთ შაქარი, ვანილი და მარილი.
  10. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ და მიიღვანეთ დუღილამდე.
  11. როცა მასა წამოდუღდება, მოაყარეთ ფქვილი და ინტენსიურად ურიეთ.
  12. მზა ცომი დააბურთავეთ და მოათავსეთ ჯამში.
  13. ჩატეხეთ კვერცხი (რიგ-რიგობით).
  14. განუწყვეტლივ ურიეთ ცომს.
  15. ცომი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში.
  16. ტომრის მეშვეობით პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე გადაიტანეთ ცომი.
  17. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
  18. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთის განმავლობაში.
  19. გაგრილებულ კრემს თანდათან დაუმატეთ კარაქი.
  20. გააგრძელეთ თქვეფა. კრემი მზად არის.
  21. ნამცხვარი ამოავსეთ კრემით.
  22. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!