ფუმფულა ფუნთუშების სუპერ რეცეპტი-ადვილად გამოსაცხობი და ყველასთვის ხელმისაწვდომი

6303

დღეს გასწავლით ძალიან მარტივ, გემრიელ და რაც მთავარია სწრაფად მოსამზადებელი  ფუნთუშების რეცეპტს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰოთ-დოგის და ჰამბურგერების მოსამზადებლად. ან უბრალოდ სადილად პურის ნაცვლად მიირთვათ.

ინგრედიენტები:

  • 3 ჭიქა თბილი წყალი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  •  6 ს.კ. კარაქი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. საფუარი
  • 2 კვერცხი
  • 7-9 ჭიქა ფქვილი

მომზადების წესი:

  1. კარგად შეურიეთ პირველი 5 ინგრედიენტი ერთმანეთს.

2. დაამატეთ კვერცხი და ფქვილი. ცომი ხელზე არ უნდა გეკვრებოდეთ, ამიტომ იქამდე ამატეთ ფქვილი სანამ ამის საჭიროება მოითხოვს. უნდა მიიღოთ რბილი ცომი.

3. ცომი მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, დააყოვნეთ 15 წუთი, რომ კარგად აფუვდეს.

4. მიეცით ფუნთუშების ფორმა. დააყოვნეთ ერთი საათი, ისევ ასაფუებლად. აფუებულ ფუნთუშებს გადაუსვით კვერცხის გული.

5. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. 20-25 წუთი.

სურვილისამებრ შეგიძლიათ ცომში ქიშმიშის დამატება. გემრიელად მიირთვით!