ფრანგული სააღდგომო ტარტი კვერცხის ნაზი შიგთავსით: კულინარიული ხელოვნების შედევრი

1322

სადღესასწაულო მენიუს საგულდაგულოდ ვადგენ ხოლმე, თანაც ადრე. ეს მოხერხებულიცაა და დროის დაზოგვის საშუალებასაც იძლევა.

სააღდგომოდ გადავწყვიტე გამემრავალფეროვნებინა ჩვეული კერძები რაიმე ორიგინალურით. ხელთ ფრანgული ტარტის რეცეპტი მომხვდა – ეს კერძი არამხოლოდ დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრას, არამედ თქვენს კულინარიულ წიგნში პირველ ადგილს დაიკავებს.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ფქვილი
  • 120 გრ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 400 მლ ნაღები
  • 200 გრ ლორი
  • 1 ც ხახვი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 2 ს.კ. წყალი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. შეაზილეთ დარბილებული კარაქი ფქვილს, დაუმატეთ 1 კვერცხი, წყალი და მარილი. მოზილეთ ცომი, შეახვიეთ ცელოფანში და შედგით საყინულეში 30 წუთით.

2. მოხარშეთ კვერცხები, დაჭერით ზოლებად ლორი, გახეხეთ ყველი.

3. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, მოათავსეთ ცომი, გააბრტყელეთ და კედლებზეც ააკარით. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში.

4. შიგთავსისთვის შეურიეთ ლორი, ნაღები, 3 კვერცხი, ხახვი და სუნელები. დაასხით ცომს და კვლავ შედგით 20 წუთით.

გაცივებულ ტარტს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მიირთვით. სურვილისამებრ შეგიძლიათ შიგთავსში დაუმატოთ ისპანახი და მწვანე ხახვი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!