ფრანგული ორცხობილა, რომელმაც დაიპყრო აფრიკა

635

დასავლეთ აფრიკაში შეხვდებით ერთ საოცარ დესერტს – პეტი კაიო. მას აფრიკულ ქვებსაც ეძახიან, რადგან ისინი მართლაც ქვებს გვანან. სინამდვილეში ეს დესერტი სათავეს საფრანგეთიდან იღებს.

ვეჭვობთ, რომ ამ დესერტმა წლების განმავლობაში უამრავი ცვლილება განიცადა. ამ ორცხობილის მოსამზადებლად ღუმელი არ დაგჭირდებათ!

ამ დესერტს ორი ტრადიციული გემო აქვს: შოკოლადის და ვანილის. არომატისთვის უმატებენ ნიგოზს.

მომზადება

  • ხრბლის ფქვილი 600გ
  • შაქრის ფხვნილი 100გ
  • კაკაო 80გ
  • რძე 100მლ
  • ნიგოზი 2,5გ
  • ვანილი 2გ
  • მარგარინი 70გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.400გ ფქვილს დაუმატეთ ნიგოზი, 40გ შაქრის ფხვნილი და 50გ მარგარინი. კარგად გადაურიეთ ინგრედიენტებს.

2.1კვერცხს დაუმატეთ 1 ცილა და 70მლ რძე. მიღებული დაუმატეთ ფხვიერ მასას და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთი.

3.200გ ფქვილს დაუმატეთ კაკაო, 60გ შაქრის ფხვნილი და მარგარინი. კარგად მოურიეთ, ჩატეხეთ კვერცხის გული, დაუმატეთ ვანილი და რძე. მიღებული მასა დაასვენეთ 3 წუთი.

4.სამუშაო მაგიდაზე მოაპნიეთ ფქვილი, გააბრტყელეთ ორივე სახეობის ცომი და დაჭერით კუბიკებად.

5.გააცხელეთ 300მლ ზეთი. შეწვით ცომის კუბიკები.

6.მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

აფრიკაში ამ ორცხობილას ტრადიციულ სასმელთან – იამაკუსთან ერთად მიირთმევენ.

ეს სასმელი მზადდება ორი ლაიმის წვენისგან და ჯანჯაფილის ფესვისგან.

გემრიელად მიირთვით!