ფორთოხლის ტორტი შაქრისა და კვერცხის გარეშე

პრაქტიკულად ნებისმიერი ტორტის ინგრედიენტებიში შეგხვდებათ კვერცხი და შაქარი. თუმცა რატომ არ უნდა სცადოთ რაიმე განსხვავებული და არა ტიპიური?! ამჯერად ფორთოხლის ტორტს გამოვაცხობთ შაქრისა და კვერცხის გარეშე.

ამ ტორტის ფენები თაფლითა და ხილის წვენით მზადდება, ამჯერად ფორთოხალს გამოვიყენებთ თუმცა მის ნაცვლად სხვა ხილის წვენის გამოყენებაც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • ფორთოხლის წვენი 500 მილიგრამი
  • თაფლი 200 გრამი
  • მარილი 2 მწიკვი
  • მზესუმზირის ზეთი 160 მილგრამი
  • ხაჭო 150 გრამი
  • მოხარშული შესქელებული რძე 380 გრამი
  • ფორთოხალი 2 ცალი
  • სოდა 2 ჩაის კოვზი
  • ვანილი გემოვნებით
  • ფქვილი 600 გრამი
  • კარაქი 150 გრამი

მომზადების წესი

1. 100 გრამი თხელი თაფლი 250 მილიგრამ წვენს შეურიეთ. ნარევს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ მწიკვი მარილი, ვანილი და 80 გრამი მზესუმირის ზეთი.
2. გახეხეთ ფორთოხლის ცედრა და 300 გრამ ფქვილთან ერთად ნარევში ჩაყარეთ. კარგად მოზილეთ მიქსერით.

3. 24 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე საცხობ ფორმაში პერგამენტი ჩააფინეთ და კარაქი მოუსვით. ცომის ფორმაში მოათავსეთ, მოასწორეთ და 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 15-20 წუთით აცხვეთ.

4. სანამ პირველი ფენა ცხვება, მეორე ფენის ცომი მოამზადეთ იმავე ხერხით.
5. მოამზადეთ კრემი: ხაჭო კარაქთან ერთად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ შესქელებული რძე და კარგად აურიეთ მასა.

6. ფენებს ზედა ნაწილი ააჭერით, მას დავფშვნით ტორტის მოსართავად გამოვიყენებთ. ფენები ორ ნაწილად გაყავით. ყოველ ფენას კრემი წაუსვით და ტორტი ააწყვთ. მორჩენილი კრემი ტორტის თავსა და კიდეებს წაუსვით.

7. დაფხვენით ფენების მოჭრილი ნაჭილები და ტორტს ტავსა და კიდეებზე მოაყარეთ.

ტორტი სუფრასთან მიტანამდე 1 საათით მაინც გააჩერეთ, აჯობებს თუ მას მთელი ავით მაცივარში შედებთ.