ფორთოხლის სავარენი მარწყვით – დესერტი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

1240

ჟან ანთელმ ბრიია-სავარენი (1755-1826), ფრანგი ადვოკატი და პოლიტიკოსი, ცნობილი ეპიკურეელი და კულინარიის მწერალი გახლდათ. მისი ცნობილი ნაშრომია “გემოს ფიზიოლოგია”, რომელიც გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, 1825 წლის დეკემბერში  გამოქვეყნდა. ამ საფუვრიან ნამცხვარს სახელი – სავარენი – მის პატივსაცემად ჰქვია.

ინგრედიენტები: 

სავარენი:

  • 90 მლ თბილი (დაახლოებით 43 გრადუსზე) რძე
  • 15 გ ნედლი ან 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 ფინჯანი (300 გ) ფქვილი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 4 დიდი კვერცხი, მსუბუქად ათქვეფილი
  • 90 გ კარაქი, დარბილებული

ფორთოხლის ვაჟინი: 

  • 1 დიდი ფორთოხალი
  • 2 ფინჯანი (500 მლ) წყალი
  • 250 გ შაქარი
  • 1 ფინჯანი (250 მლ) რომი

სუფრაზე მისატანად: 

  • 100 გ მარწყვის ჯემი
  • 1 სუფრის კოვზი რომი
  • 1 ფინჯანი ახალი მარწყვი, შუაზე გაჭრილი

ულუფა: 6-8

მომზადება: 45 წუთი + 1 საათი და 30 წუთი ასაფუებლად

ცხობა: 35-40 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. სავარენი: პატარა ჯამში შეურიეთ რძე, საფუარი და 1 ჩაის კოვზი შაქარი. დაახლოებით 10 წუთი გააჩერეთ, სანამ არ აფუვდება.
  2. ფქვილი და მარილი დიდ ჯამში შეურიეთ. დაუმატეთ საფუვრიანი მასა, კვერცხი, კარაქი და მორჩენილი შაქარი. თქვიფეთ, სანამ კარგად არ გაზავდება. მიქსერის სპეციალური საზელით მოზილეთ ცომი, 5 წუთი.
  3. ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გადაიტანეთ და ხელით იმდენ ხანს ზილეთ, სანამ რბილი და ელასტიკური არ გახდება, დაახლოებით 10 წუთი.
  4. ცომი სუფთა, ზეთწასმულ ჯამში მოათავსეთ და დააფარეთ თავზე, ან სამზარეულოს ცელოფანი გადააკარით. 1 საათი დატოვეთ, რომ გაფუვდეს.
  5. 25 სმ დიამეტრის სავარენის ყალიბს კარაქი წაუსვით. გადაიტანეთ ცომი და თანაბრად გაანაწილეთ. დააფარეთ სუფთა ჩაის ტილო და 30 წუთის განმავლობაში დატოვეთ, რომ კიდევ აფუვდეს.
  6. გააცხელეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსზე.
  7. აცხვეთ 35-40 წუთი ყალიბში გააგრილეთ.
  8. ფორთოხლის ვაჟინი: ფორთოხალს ბასრი დანით, თხელ ფენად ააჭერით კანი.
  9. წყალი, შაქარი და ფორთოხლის ცედრა ქვაბში, საშუალო ცეცხლზე აადუღეთ. ურიეთ გამუდმებით, სანამ შაქარი არ გადნება, დაახლოებით 8 წუთი.
  10. გადმოდგით ცეცხლიდან დიდ თეფშზე. ზემოდან ვაჟინი დაასხით და აცადეთ, რომ გაიჟღინთოს. კარგად გააგრილეთ.
  11. ჯემი და რომი დაბალ ცეცხლზე გაათბეთ. გადაუსვით სავარენს. მორთეთ მარწყვით.

გემრიელად მიირთვით!