ფორთოხლისა და ტეკილას ფლანი – სადილის მსუბუქი და ელეგანტური დასასრული

1200

ეს რეცეპტი მოხარშული კრემის მექსიკური ვარიანტია. სუფრაზე მიაქვთ სადილის შემდეგ, როგორც მსუბუქი და ელეგანტური დასასრული.

ინგრედიენტები: 

  • 3 ფინჯანი (750 მლ) რძე
  • ვანილის ჩხირი
  • 5 ფორთოხლის ცედრა
  • 1 ფინჯანი (200 გ) შაქარი
  • 90 მლ წყალი
  • 60 მლ ტეკილა
  • 4 დიდი კვერცხი + 4 დიდი კვერცხის გული

ულუფა: 6

მომზადება: 20 წუთი + 2-3 საათი გემოს გასაჯდომად და გასაცივებლად

ცხობა: 30-35 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ ვანილის ჩხირის შიგთავსი, ფორთოხლის ცედრა და საშუალო  ცეცხლზე შემოდგით, რომ ნელ-ნელა წამოდუღდეს. შემდეგ გადმოდგით და დატოვეთ 1-2 საათი, რათა გემო უკეთ გაუჯდეს (ღამით უმჯობესია მაცივარში დატოვოთ).
  2. გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე, აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 2.
  3. 180 მლ მოცულობის ექვს ყალიბს გამოავლეთ ცივი წყალი.
  4. კარამელის მოსამზადებლად 150 გ შაქრიანი წყალი და 2 სუფრის კოვზი ტეკილა ჩაასხით ქვაბში და დადგით ცეცხლზე. როცა შაქარი გადნება, ცეცხლს მოუმატეთ და ხარშეთ, სანამ მასა ნამდვილი კარამელის ფერს არ მიიღებს. დაუმატეთ კიდევ 2 ჩაის კოვზი ტეკილა და კარამელი ჩაასხით ყალიბებში.
  5. მიქსერით, საშუალო სიჩქარით, გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხები, კვერცხის გულები და დარჩენილი შაქარი, ვიდრე კრემის სისქისა არ გახდება.
  6. რძე აადუღეთ და ნელ-ნელა ჩაასხით გოგლიმოგლში. კრემი გაანაწილეთ ყალიბებში, ყალიბები კი მოათავსეთ ღრმა ტაფაში. ტაფაში იმდენი წყალი ჩაასხით, რომ ყალიბებს შუამდე მოადგეს.
  7. აცხვეთ 30-35 წუთი, ვიდრე მასა არ გამოცხვება, გული კი რბილი დარჩება.
  8. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, სუფრაზე მიტანამდე მოათავსეთ თეფშებზე.

აი, ასე მსუბუქად და ტკბილად შეგიძლიათ დაასრულოთ სადილი.