ფოლგაში გამომცხვარი კალმახი ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილი გახდა

3382

საქართველოში მდინარის კალმახი ძალიან პოპულარული თევზია, ის ხშირად იხსენიება ზღაპრებში, ხალხუ ლექსებსა თუ გადმოცემებში და ქართული სუფრის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ბოლო დროს კი ძალიან პოპულარული გახდა ფოლგაში გამომცხვარი კალმახი. სწრაფი, მარტივი და გემრიელი. ასე ახასიათებენ მას გურმანები. რეცეპტი კი ასეთია:

ინგრედიენტები:

  • კალმახი – 1 ცალი
  • თეთრი ღვინო – 200 მლ
  • კარაქი – 25 გ
  • ლიმონი – 1 ც
  • ბროწეული – 2 ცალი
  • პილპილი -10 გ
  • მუსკატის კაკალი – 1 ცალი
  • ნიგოზი – 100 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მაღალკედლიან საცხობ ლანგარში ჩააფინეთ ალუმუნის ქაღალდი (ფოლგა), დადეთ გასუფთავებული კალმახი, შიგნიდან და გარედან მოაყარეთ მარილი, ამოტენეთ 1 ნაჭერი ლიმონით, 20 გ კარაქითა და გატარებული ნიგვზით. კალმახს ზემოდან დაასხით 150 მლ თეთრი ღვინო, გადააფარეთ ფოლგა და გვერდები კარგად შემოუკეცეთ. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით.
  2. გარჩეული ბროწეული გაწურეთ. წვენი ჩაასხით ქვაბში და დაბალ ცეცხლზე აადუღეთ. როდესაც სითხე განახევრდება, დაუმატეთ დარჩენილი თეთრი ღვინო და ისევ ადუღეთ შესქელებამდე. დაუმატეთ ცოტა მარილი, პილპილი, მუსკატი და დარჩენილი კარაქი. გადმოიღეთ გამომცხვარი კალმახი თეფშზე, მოასხით მომზადებული სოუსი და გააფორმეთ სურვილისამებრ.