ფინური ღვეზელების მომზადების ინსტრუქცია ვაშლითა და ხაჭოთი

1139

ფინელებმა ნამდვილად ბევრი რამ იციან გემრიელი კერძების შესახებ! რამდენიმე დღის წინ, თვალი მოვკარი ხაჭოსა და ყველის ღვეზელების ფინურ რეცეპტს, მის ქვემოთ იყო წარწერა: “თუ დაიღალეთ ყოველ დილით პატარა სირნიკების ჭამით, მოამზადეთ ეს ღვეზელები!”

ჩემი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ცომში ფქვილის, კვერცხისა და ხაჭოს გარდა, ვაშლი, ყველი და შავი პილპილიცაა გამოყენებული. რეცეპტის წაკითხვისთანავე დავიწყე ამ ღვეზელების მომზადება.

პირდაპირ გეტყვით: ეს რეცეპტი ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ რეცეპტად იქცა! მას არა მხოლოდ საუზმეზე, არამედ სადილზეც ვამზადებ, იგი ერთგვარი დესერტია ჩაისთან და კომპოტთან ერთად.

ყველიანი ღვეზელები ღუმელში

დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ ჰაეროვანი და გემრიელი ფინური ღვეზელები ხაჭოთი, ვაშლითა და ყველით.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ხაჭო
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც კვერცხი
  • 1-2 ც ვაშლი
  • 1-2 ჩ.კ. შაქარი
  • 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 215 გრ ფქვილი
  • 100 მლ რძე
  • 50 მლ გამდნარი კარაქი
  • 0,5 ჩ.კ. შავი დაფქული პილპილი
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი

1. ვაშლი და ყველი ცალ-ცალკე მსხვილად გახეხეთ.

2. გახეხილ ყველს დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, პილპილი.

3. ცალკე ღრმა თასში ათქვიფეთ ხაჭო რძესთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ გამდნარი კარაქი, შაქარი და კვერცხი. კარგად მოურიეთ.

4. ყველისა და ფქვილი ნაზავს დაუმატეთ ხაჭოს ნაზავი და სწრაფად მოზილეთ ცომი. მაგიდაზე მოაბნიეთ ცოტაოდენი ფქვილი და ცომი მასზე მოათავსეთ, შემდეგ კი 6 ნაწილად გაყავით.

5. თითოეული ნაჭერი დაახლოებით 10 მმ სისქის ფირფიტად გაიყვანეთ ან ხელით გააბრტყელეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, მასზე დაალაგეთ ღვეზელები და ჩანგლით რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ.

6. ღვეზელები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით.

სულ ესაა, ღვეზელები მზადაა. გემრიელად მიირთვით!