ფენოვანი ცომი ბანანით

1472

ფენოვანი ცომის სამშობლო საფრანგეთია. ცნობილი ფრანგული კრუასანები რომანტიკული საუზმის მთავარი კომპონენტია. თვითონ ცომიც სახლის პირობებში ძალიან მარტივი მოსამზადებელია. თუ არ გაქვთ დრო მაშინ შეგიძლიათ შეიძინოთ მზა ფენოვანი ცომი.

საფუარიან ფენოვან ცომს უხდება ნებისმიერი შიგთავსი. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ჰაეროვან ფუნთუშებს ბანანით. ეს დესერტი ძალიან უხდება ყავას.

ინგრედიენტები

  • ბანანი 5 ცალი
  • საფუარიანი ფენოვანი ცომი 700გ
  • დარიჩინი 0,5 ჩაის კოვზი
  • შაქრის ფხვნილი 1 სუფრის კოვზი
  • შავი შოკოლადი 100გ
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადება

1.ცომი გააბრტყელეთ 4-5მმ სისქის მართკუთხედად. მისი ზომა უნდა აღემატებოდეს ბანანის სიგრძეს და სიგანეს რამდენიმე სანტიმეტრით.

2.ცომის ცენტრს წაუსვით შოკოლადი და მასზე მოათავსეთ გასუფთავებული მთელი ბანანი.

3. მთელ სიგრძეზე ჩაჭერთ ცომი. ზედა და ქვედა მხარე შეკეცეთ შიგნით, დააფიქსირეთ ბანანი. გვერდითა მხარეები ჭეფსკვენით მის თავზე.

4.ათქვიფეთ კვერცხი და წაუსვით ფუნთუშას. გამოაცხვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე. გამოცხობის შემდეგ მოაყარეთ დარიჩინი და შაქრის ფხვნილი.

ეს დესერტი გამოდის მართლაც, რომ უგემრიელესი. მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები.