ფენოვანი ორცხობილა ჯემით

1984

ფენოვანი ცომის დესერტები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი მომზადება მარტივია, ხოლო გემო კი ნამდვილად გაგაოცებთ. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ძალიან მარტივი ორცხობილის რეცეპტს ჯემით, რომელიც პირში დნება.

ამ საოცარი ორცხობილის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ სქელი ჯემი, მაგალითად მარწყვი ან ჟოლო. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ თხილი და ნიგოზი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • კარაქი 200გ
  • შაქარი 250გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • დარიჩინი 25გ
  • ჯემი 150გ
  • შაქრის ფხვნილი 50გ
  • ნიგოზი 150გ
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა, ათქვიფეთ გული.

2.გაცერით და ჯამში ჩაყარეთ ფქვილი. მიეცით გორაკის ფორმა, მასში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით ათქვეფილი გული.

3.მასას დაუმატეთ შაქარი, ოთახის ტემპერატურის კარაქი, მარილი და დარიჩინი. მოურიეთ მასას და მოზილეთ ცომი, მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი. დააქუცმაცეთ ნიგოზი.

4.გაყინული ცომი დაჭერით საშუალო ომის რგოლებად. თითოეულს გაუკეთეთ ჩაღრმავება ცენტრში პატარა ჩიქის მეშვეობთ. ორცხობილა მოათსვეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე, მოაყარეთ ნიგოზი.

5.ორცხობილაზე მოათავსეთ ჯემი.

6.გამოაცხვეტ 15-20 წუთი 220 გრადუსზე.

7.ღუმელი გამორთეთ და დაელოდეთ ორცხობილის გაგრილებას. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ამ დესერტის მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო გემო ნამდვილად საოცრებაა. ნიგვზის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოტ ქოქოსი, ამ შემტხვევაში თქვენი დესერტი საახალწლო განწყობას შესძენს სუფრას. გემრიელად მიირთვით!