ფაფუკი, ჰაეროვანი ფუნთუშების მომზადება ასე მარტივი ჯერ არ ყოფილა. ამ რეცეპტით თავი პროფესიონალი მცხობელი მგონია

5900

დარიჩინის სასიამოვნო სურნელი, ახლადგამომცხვარი ფუნთუშების გასაოცარი არომატი, რომელიც მთელ სახლში ვრცელდება… დიახ, სწორად მიხვდით! დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ უგემრიელესი ფუნთუშების მომზადების მარტივ რეცეპტს, რომელიც ყველაზე გამოუცდელ დიასახლისსაც კი პროფესიონალ მზარეულად აქცევს.

ძალიან ჰაეროვანი და ფაფუკი ფუნთუშები საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 350 გრამი ფქვილი
  • 300 გრამი მაწონი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 1,5 ჩ.კ. მარილი

მომზადება:

1. მოცემული რაოდნეობით მაწონში ჩაამატეთ მცენარეული ზეთი და კარგად გადაურიეთ.

2. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში ფქვილი, მარილი, საფუარი და შაქარი. მზა ნარევი ნელ-ნელა, მუდმივი მორევის პირობებში ჩაამატეთ მაწვნისა და ზეთის ნარევში. კარგად ზილეთ, რათა ამოიყვანოთ ცომი.

3. მომდევნო სამუშაოებისთვის განკუთვნილ მყარ ზედაპირს მოაყარეთ მცირეოდენი ფქვილი და მოათავსეთ ზედ ცომი.

4. ხელით კიდევ ერთხელ კარგად დაამუშავეთ ცომის გუნდა და გაყავით ის 8 ან 10 თანაბარ ნაწილად. მიეცით მათ ფუნთუშის ფორმა და სურვილისამებრ, ამოავლეთ შაქრის პუდრში ან დაამატეთ ნებისმიერი ხილის ჩირი. შეგიძლიათ ვანილის ან მზესუმზირის თესლის გამოყენებაც.

5. გამოსაცხობად გამზადებული ფუნთუშები განათავსეთ საცხობ ფორმაზე, რომელშიც პერგამენტის ქაღალდია ჩაფენილი და შედგით 210-220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით.

ამ მარტივი რეცეპტით გამომცხვარი ფუნთუშები ძალიან ფაფუკი, ჰაეროვანი და არომატული გამოდის. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!