ფაფუკი ფუნთუშები ყაყაჩოს თესლით და ალუბლით: ჰაეროვანი ცომისა და უხვი შიგთავსის არაჩვეულებრივი შეხამება

1484

ფუნთუშები ყაყაჩოს თესლით ბავშვობის გემოს გახსენებს, როცა ბებია გიცხობდა ასეთ არომატულ ცომეულს. და ასეთს მართლაც ვერსად იყიდი, ამიტომ ჩვენ მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ ფუნთუშები შინაურ პირობებში.

თუ რეცეპტურას მიჰყვებით, ყველაფერი იდეალურად გამოგივათ. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ და თეფში უკვე დაცარიელდება. სურვილისამებრ, შეგიძლიათ რულეტი ულუფებად არ დაჰყოთ და უკვე მზა დაჭრათ.

ინგრედიენტები

  • 12 გრ საფუარი
  • 165 გრ შაქარი
  • 390 მლ რძე
  • 200 გრ კარაქი
  • 450 გრ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 350 გრ ალუბალი
  • 350 გრ ყაყაჩოს თესლი
  • 1-3 ს.კ. ნაღები
  • 100 გრ შავი შოკოლადი

მომზადება

1. 60 მლ თბილ რძეში გახსენით საფუარი და 15 გრ შაქარი. მოურიეთ, დააფარეთ პოლიეთილენი და დადგით 15 წთ თბილ ადგილას.

2. 130 მლ რძეს დაუმატეთ 120 გრ კარაქი, დადგით ნელ ცეცხლზე სანამ კარაქი არ დადნება. გადმოდგით, დაუმატეთ 1 კვერცხი, 80 გრ შაქარი და კარგად მოურიეთ.

3. შეურიეთ რძისა და საფუვრის მასები. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. წაუსვით კარაქი და დადგით თბილ ადგილას 1,5 საათით.

4. გააცხელეთ 200 მლ რძე, დაუმატეთ ყაყაჩოს თესლი და დადგით ცოტა ხნით. დაუმატეთ უკურკო ალუბალი, 170 გრ შაქარი და კარგად მოურიეთ მასას.

5. ამოსული ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, წაუსვით 50 გრ მდნარი კარაქი, შემდეგ ალუბლისა და ყაყაჩოს თესლის მასა.

6. ფრთხილად დაახვიეთ რულეტად, მოათავსეთ კარაქ წასულ საცხობ ფორმაზე და დაჭერით ულუფებად. დააფარეთ პოლიეთილენი და დადგით 20 წთ.

7. შედგით 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

8. მინანქრისთვის დაადნეთ შოკოლადი, დაუმატეთ ნაღები და 30 გრ კარაქი, მოურიეთ და მოასხით ფუნთუშებს.

დესერტი დაბალკალორიული ნამდვილად არ არის, ასე რომ ფრთხილად იყავით, თუ წონას უფრთხილდებით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!